თურქეთმა გერმანია მკაცრად გააკრიტიკა

გერმანიამ ბექირ ბოზდაღს და ნიჰათ ზეიბექჩის იქ მცხოვრებ თურქებთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ

683745
თურქეთმა გერმანია მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბექირ ბოზდაღის და ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩის მხრიდან გერმანიაში, იქ მცხოვრებ თურქებთან გასამართი შეხვედრების გაუქმების შემდეგ ანკარამ გერმანიის ელჩი მარტინ ერდმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი ევროკავშირთან ურთიერთობის თანაშემწემ მეჰმედ ქემალ ბოზაიმ მიიღო და თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.  გერმანიის ამ გადაწყვეტილებას თვით ბოზდაღიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც გერმანიის მთავრობა სიტყვის თავისუფლებაზე და დემოკრატიის საკითხებზე გაფრთხილებებს იძლევა, მათი ასეთი ქმედება დაუშვებელი და მიუღებელია. „ქალაქ გაგენაუში (ბადენ-ვიურტემბერგი) გერმანიაში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრა რომ არ  გაუქმებულიყო, მაშინ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთანაც შეხვედრა უნდა გაგვემართა, მაგრამ რადგან თურქებთან შეხვედრა გააუქმეს, მეც როგორც მინისტრი, ჩემს გერმანელ კოლეგასთან შეხვედრა გავაუქმე. გერმანიის მხრიდან ასეთი ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის მიუღებელია,“ აღნიშნა ბოზდაღმა. ამ ფაქტს თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრი ომერ ჩელიქიც სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა: „შენი ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაციის მიწოდება და მათი გათვითცნობიერება დემოკრატიული უფლებაა, ამიტომ გერმანიის მხრიდან იქ გასამართი შეხვედრის აკრძალვა ყოვლად მიუღებელია. ამით ისინი ადამიანების იდეოლოგიურად გაყოფას აპირებენ და ბერლინის კედლის მსგავსი კედლის აგებას ცდილობენ.“ მან ასევე  დასძინა, რომ გერმანიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია, ხოლო რადიკალებისათვის დიდი  წარმატებაა. გერმანიის გუშინდელ არასამართლიან გადაწყვეტილებას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც გამოეხმაურა და განაცხადა: „ყველა ნაბიჯზე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების საკითხზე თურქეთის გამაფრთხილებელმა გერმანიამ თავისი ნამდვილი სახე ახლა უკვე ნათლად აჩვენა. ასეთი სკანდალური გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როდესაც პკკ-ს და ფეტოს მსგავსი ტერ ორგანიზაციების წევრებს იფარავს, ევროკავშირისთვის მეტად სახიფათოა.“  



მსგავსი ინფორმაციები