თურქეთი სებასტიან კურცის განცხადებას გამოეხმაურა

თურქეთი სებასტიან კურცის განცხადებას გამოეხმაურა

681248
თურქეთი სებასტიან კურცის განცხადებას გამოეხმაურა

თურქეთმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის სებასტიან კურცის მხრიდან  16 აპრილის თურქეთში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით იქ მცხოვრებ თურქებთან ერდოღანის შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ უსამართლო განცხადებას უპასუხა და აღინიშნა, რომ მსგავსი განცხადებები  დემოკრატიულ და უნივერსალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუსეინ მუფთუოღლუმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო, არასაფუძვლიანი და ორმაგი სტანდარტების განცხადებები მათთვის მიუღებელია. მუფთუოღლუს თქმით საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების თურქეთში ჩასატარებელ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათი დემოკრატიული უფლებაა. „ამ პროცესს ავსტრიის შიდა პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრ კურცის განცხადება ინტეგრაციის და თურქეთის მოქალაქეების დემოკრატიული უფლებების შეზღუდვაა. მისი ასეთი შინაარსის განცხადება ერთგვარ დისკრიმინაციას შეიცავს. მინისტრი რასისტული მიდგომებით და ისლამის საწინააღმდეგო განცხადებებით  საკუთარი ინტერესების გატარება სურს. მას ასევე ასეთი განცხადებებით ახალი დღის წესრიგი უნდა რომ შექმნას,“ განაცხადა მუფთუოღლუმ.  ამ საკითხს გუშინ ასევე ვიცეპრემიერი და მთავრობის პრესსპიკერი ნუმან ქურთულმუშიც გამოეხმაურა და სებასტიან კურცის განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.



მსგავსი ინფორმაციები