ჩეშმეში არალეგალები დააკავეს

მათ შორის 22 ბავშვიც არის

681338
ჩეშმეში არალეგალები დააკავეს

თურქეთის ქალაქ იზმირის ჩეშმეს რაიონში 50 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. ეგეოსის  ზღვაში პატრულირებისას სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ზღვის სანაპიროზე გასაბერი ნავით საბერძნეთის კუნძულ ხიოსიზე  გადასვლის მსურველი 50  არალეგალი დააკავეს. ისინი სირიის მოქალაქეები არიან და მათ შორის 22 ბავშვიც არის. სანაპიროს დაცვის სამსახურმა დაკავებული არალეგალები იზმირის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანა.



მსგავსი ინფორმაციები