აქტუალური თემის ანალიზი 9

ერდოღანის ინტერვიუ არაბულ ტელეარხ EL ARABİYA-ს

679661
აქტუალური თემის ანალიზი 9

გასულ კვირას სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს და კატარს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, რომელსაც ინტერვიუ ჩამოართვა ელ არაბიას ტელეარხმა. ახლა შემოკლებით გთავაზობთ ამ ინტერვიუს შინაარსს

წამყვანი: თქვენ ოფიციალური ვიზიტით ეწვიეთ სამ არაბულ ქვეყანას, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს და კატარს, რა იყო ამ ვიზიტის მიზანი და მას ექნება თუ არა დადებითი შედეგები?

ერდოღანი: ეს ვიზიტი მეგობარ არაბულ ქვეყნებში უდავოდ მიზნად ისახავდა ერთის მხრივ ახლანდელი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას, ხოლო მეორეს მხრივ ურთიერთთანამშრომლობის დაწყება-გაღრმავებას ახალ სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ვიზიტი დიდ ეფექტურ და დადებით ნაყოფებს გამოიღებს. მე პირველი გაჩერება ბაჰრეინის სამეფოში მქონდა  და მეტად საინტერესო და გულთბილი შეხვედრები მქონდა. ასეთივე მდგომარებაა ახლა აქ, ე.ი. საუდის არაბეთში და მწამს რომ ნაყოფიერი იქნება კატარული ვიზიტიც, რითაც ბოლო წერტილს დავუსვამ ჩემს ვიზიტს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში

წამყვანი: რადიკალისტურ DAİŞ-ს ზოგიერთების მხრიდან სპეციალურად შექმნილ ორგანიზაციად მიიჩნევენ, თქვენ როგორ აფასებთ ამ საქმეს, დაიში მართლაც ზოგიერთი სახელმწიფოს შექმნილია?

ერდოღანი: თავიდანვე ერთ რამეს ხაზს გავუსვამ, ამ ტერ ორგანიზაცია არავითარი კავშირი არ აქვს ისლამურ რელიგიასთან. მე თავიდანვე, როგორც ისინი ელ ქაიდეს გამოეყვნენ, ტერორისტულად ვაღიარე და განვაცხადე, რომ მათ არავიტარი კავშირი და ურთიერთობა არ აქვთ ისლამთან, რადგან მათ ძალადობრივ ქმედებებს ხომ თვით ისლამი უარყოფს და არ იღებს. საბოლოო ჯამში დაეშელებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, ნანგრევებად გადააქციეს ათასობით დასახლება, ლტოლვილებად და ძალით ადგილნაცვალად გახადეს მილიონობით ერაყელი და სირიელი, ქონება ჩამოართვეს, აწამეს, მონად გაიხადეს და ა.შ. მათვე რეგიონში მიიზიდეს სხვა რადიკალისტური დაჯგუფებებიც.

ასე რომ, როგორც ელ ქაიდეა ტერორისტული, ასევეა DAİŞ-იც. მაგრამ, ასე არ გაგრძელდება, რადგან, ისინი აწამებენ მილიონობით ადამიანს და ამ წამებას ბოლო მოეღობა. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ დაეში სირიაში სულს ღაფავს და მის განადგურებაში ბოლომდე მონაწილეობას მიიღებს თურქეთი და კოალიციაც, რომლის წევრი თქვენი ქვეყანა, საუდის არაბეთიც არის. ასე რომ, ჩვენ ყველანი კატეგორიულნი ვართ ტერორისტების დამარცხებაში. საერთოდ, თუ ჩვენ ერთობლივად ბოლოს არ მოვუღებთ რეგიონში მოქმედ ტერ ორგანიზაციებს, მაშინ, ისინი ახლა სხვა რეგიონებშიც გამოჩნდებიან და ახლა იმ სხვა რეგიონებშიც მოგვიწევს ბრძოლა. ანკარამ ფართომასშტაბიანი ბრძოლა გამოუცხადა ტერორისტებს და სპეცოპერაციების ფარგლებში 40 ათასამდე ახალგაზრდის ელ ქაიდეში გაწევრიანება აღვკვეთეთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის დაწყებამდე თურქმა ძალოვანებმა დააკავეს 1000-მდე  DAİŞ-ის წევრი. მოკლედ, რადიკალისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა მთელი კატეგორიულობით უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში სრულად დავამარცხებთ მათ  

წამყვანი: წარუმატებელი პუტჩის მცდელობის შემდეგ ანკარამ დაახლოება დაიწყო რუსეთთან და ირანთან, გარდა ამისა ურთიერთობების გათბობა დაიწყეთ ისრაელთანაც, ეს ყველაფერი რა მესიჯებს შეიცავს არაბული ქვეყნებისათვის

ერდოღანი: მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა გმირმა ხალხმა მედგარი წინააღდეგობა გაუწია პუტჩისტებს და თავშივე აღიკვეთა ეს მუხანათური გამოსვლა, თუმცა ამ ამბოხს 248 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასამდე კი დაიჭრა. სახელმწიფო ორგანოების უმაღლეს ეშელონებში ერთმანეთის დახმარებით შეღწეული ფეტოელები თურმე 40 წელია რაც შესაფერის დროს ელოდებოდნენ სამხედრო ამბოხისათვის. ფეტოს ლიდერი ფეტულაჰ გულენი ორი ათეული წელია რაც აშშ-ს ქალაქ პენსილვანიაში ცხოვრობს და მის ამ ორგანიზაციას, რომელიც ვითომც და განათლებით საქმიანობას ეწევა, მსოფლიოს 170 ქვეყანაში აქვს ფესვები გადგმული, მათ შორის თქვენს სახელმწიფოშიც.

აქედან გამომდინარე ფეტოელები ყველა ამ სახელმწიფოსათვის საშიშროებას წარმოადგენენ და ზოგიერთმა ქვეყნებმა, მათ შორის საუდის არაბეთმა, შეისმინა ანკარის წუხილი და აკრძალეს ფეტოელების ყველანაირი საქმიანობა და მათი სკოლებიც დახურეს. ფეტო ფართოდ მოქმედებს ამერიკაშიც, სადაც მარტო ე.წ.  Charter-ის სკოლებიდან წელიწადში 500 მილიონი დოლარის მოგებას იღებს, მაგრამ, ამერიკელები ჯერ ჯერობით ფეტოელებს არ ერჩიან. ალბათ მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ამჟამად ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარეა და ჩვენ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ახლო და მჭიდრო ურთიერთანამშრომლობით მრავალ პრობლემას მოვაგვარებთ, მათ შორის ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც და მჯერა, რომ ამ მხრივ წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ  

წამყვანი: ზოგიერთ არაბულ ქვეყანას ისლამი და სეკულარიზმი ერთად ვერ წარმოუდგენია, თქვენ როგორ აღწევთ ამას?

ერდოღანი: მე ჯერ კიდევ მიჭირს იმის გააზრება, თუ ისლამური სამყარო რატომ არ სცნობს და რატომ შესაბამის ფორმულირებას არ უკეთებს სეკულარიზმს. ჩვენმა პარტიამ კი ეს გავაკეთეთ, როგორც კი მოვედით თურქეთის ხელისუფლებაში და მის შესახებ ვესაუბრეთ მუჰამმედ მურსის, როცა იგი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა. გარდა ამისა მე ლაიციზმის და კიდევ ისლამის ტერორთან შეუსაბამობის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრე კაიროში ვიზიტისას ოპერისა და ბალეტის თეატრში სიტყვით გამოსვლისას. როგორც ტერორს არავითარი კავშირი არ აქვს ისლამთან, ასევე ლაიციზმი არ წარმოადგენს ისლამის მტერს. არ შეიძლება ადამიანი ლაიცისტი იყოს, არამედ ლაიცისტური სახელმწიფო შეიძლება იყოს.

სეკულარული სახელმწიფო კი იმას ნიშნავს, რომ ყველა რელიგიური აღმსარებლობის მიმართ სახელმწიფო  ტოლერანტული იყოს, ე.ი. ყველა  რელიგიისა და რწმენის მიმართ სახელმწიფო თანაბარ მანძილზე უნდა დარჩეს და მის წინაშე ყველა რელიგია თანასწორი უნდა იყოს. ეს ნათქვამი განა ეწინააღმდეგება ისლამს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ, ზოგიერთი მოაზროვნეები ლაიციზმს ისლამის მტრად აჩევენებენ, ხოლო ზოგიერთები კი უფრო შორს მიდიან და ლაიციზმს ურწმუნოდ, ათეისტად აჩვენებენ, რაც ასევე მიუღებელია. მოკლედ, ლაიცისტურ სახელმწიფოს თავისი გარანტიის ქვეშ აჰყავს ყველა რელიგია და რწმენა რა, თანაბრად უდგება ყველას, არც ერთს უპირატესობას არ აძლევს, აი ასეა ჩვენთან თურქეთში, ყველას აქვს რწმენის თავისუფლება და ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა არ არსებობს

წამყვანი: არაბულ ენოვან მსმენელებს და მაყურებლებს როგორ აუხსნიდით სეკულარიზმს?

ერდოღანი: რაც ახლა ზემოთ ვთქვი მათთვისაც მისაღებია. ჩვენ ლაიციზმს რელიგიის მტრად არ მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სეკულარისტი არა ინდივიდი, არამედ სახელმწიფო შეიძლება იყოს, რადგან, სეკულარიზმი რელიგიას არა წარმოადგენს. ლაიციზმი კი რომელიმე სახელმწიფოში არსებული ყველა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარანტიორია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სეკულარიზმი ნიადაგს ამზადებს  ყველა რელიგიური მოვალეობების თავისუფლად შესრულებისათვის და ეს თვით ათეისტებსაც ეხებათ. ასე რომ თითქოს და სეკულარიზმი რელიგიის მტერია, არ არის სწორი და ამიტომ მის წინააღმდეგ მტრული პოზიციის დაჭერაც არა სამართლიანია. მე მგონი სეკულარიზმის მიმართ მტრული დამოკიდებულება გამოწვეულია ანგლოსაქსურ ევროპაში ლაიციზმის მიმართ არასწორი, შეცდომითი განმარტებების გამო, მაგრამ, ესეც მისაღებია, რამეთუ სეკულარიზმს სხვადასხვა ქვეყნებში და ხალხებში სხვადასხვა ინტერპრეტაცია და  განსაზღვრება შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ, თურქეთში, როგორც ზემოთ ვისაუბრე ისეთი დამოკიდებულებაა, ჩვენ ლაიციზმს მტრულად არ ვუყურებთ

წამყვანი: დიდი მადლობა რომ დრო გამოგვიყავით და კითხვებზე პასუხები გაგვეცით

ერდოღანი: მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ საინტერესო შეკითხვებისათვის

    



მსგავსი ინფორმაციები