ერდოღანი 26 თებერვალს ბარზანის მიიღებს

ერდოღანი 26 თებერვალს ბარზანის მიიღებს

678777
ერდოღანი 26 თებერვალს ბარზანის მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 თებერვალს ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერ მესუთ ბარზანის სტამბოლში შეხვდება. ამ შეხვედრის შესახებ განცხადება  პრეზიდენტის გენერალური მდივნის მოადგილემ და პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გააკეთა. „სასაუბრო ძალიან ბევრია, ერაყი ჩვენთვის ყოველ მხრივ მნიშვნელოვანია. მათ შორის ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის და სხვა სფეროების თვალსაზრისით. ამიტომ მოლაპარაკებების წარმოება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვინაიდან ბარზანი ტერ ორგანიზაცია დეაშის და პკკ-ს წინააღმდეგ ბრძოლებში ყოველთვის თურქეთის გვერდით დგას,  ამიტომაც ამ საკითხებში მათთან თანამშრომლობას რამდენადაც გავაღრმავებთ, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ,“ განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები