ჯოზეფ დანფორდი თურქეთში ჩამოდის

აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსი ჯოზეფ დანფორდი თურქეთში დღეს ჩამოდის

674237
ჯოზეფ დანფორდი თურქეთში ჩამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის უფროსი ჯოზეფ დანფორდი თურქეთში დღეს ჩამოდის.  ამის შესახებ განცხადება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელში მყოფმა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა განაცხადა. იგი თურქეთში თავის თურქ კოლეგა ჰულუსი აქართან გამართავს შეხვედრას და  მოლაპარაკებების მთავარი თემა, სირიის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება. ფიქრი იშიქის თქმითვე,  ამ შეხვედრაზე გაირკვევა თურქეთ აშშ-ს მხრიდან სირიის ქალაქ რაკკაში ერთობლივი ოპერაციების ჩატარების საკითხი. „ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ,  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება. შეხვედრაზე ასევე აშშ-ს ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთის, PYD/YPG-ს მიმართ დამოკიდებულებაც განიხილება,“ განაცხადა თურქმა მინისტრმა.   იშიქმა ასევე ელ-ბაბის ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მათი მთავარი მიზანი ქალაქი მუნბიჩი და რაკკაა. ამერიკის ახალი მთავრობის წევრებიდან CIA-ს უფროსმა მაიკლ პომპეომაც პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი თურქეთში განახორციელა რა, მისი ვიზიტის დროს ფეთულას ტერ ორგანიზაციის და  PYD/YPG-ს საკითხებთან ერთად სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხიც იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები