ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ელ-არაბიას

“სირიის საკითხში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“

673447
ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ელ-არაბიას

ოფიციალურ ვიზიტად კატარში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ.ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ამ ქვეყნის ცენტრალურ გაზეთ El-Arab-იას და შეფასება მისცა რა სირიის საკითხზე ასტანაში და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, თქვა, რომ როგორც იქნა “გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“.

ამ ინტერვიუს დროს ერდოღანი მრავალ საკითხს შეეხო, დაწყებული ორმხრივი ურთიერთობებითა და დამთავრებული 15 ივლისის ფეტოს პუტჩის მცდელობით.

თურქეთ-კატარის ურთიერთობებზე საუბრისას მან თქვა, რომ ყველა სფეროში ახლო და მტკიცე ურთიერთთანამშრომლობა აქვთ, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანი რეგიონის მომავლისათვისაც, ამიტომაც ამ მტკიცე ურთიერთთანამშრომლობაში ჩართვა მოითხოვა რეგიონის სხვა ქვეყნებისგანაც.

“ჩვენ კატართან 2014 წელს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და მის ფარგლებში ახალ ახალ ნაბიჯებსაც გადავდგამთ“, აღნიშნა ერდოღანმა.

15 ივლისის პუტჩის მცდელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა დასავლეთის ორპირობას, რომელმაც თავიდან ლოდინის პოლიტიკა აირჩია და როცა გაიგეს ამბოხის წარუმატებლობის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ოფიციალური ანკარის გვერდით დადგომა და თანაგრძნობის გამოხატვა. “თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 15 ივლისის მოვლენების მიმართ დასავლეთი გულგრილი დარჩა და არ დადგნენ არც დემოკრატიის და არც თავისუფლების გვერდზე“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა პრეზიდენტმა.

სირიის საკითხზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ 2011 წლის აქეთ თურქეთი, საუდის არაბეთი და კატარი ერთნაირ პოზიციაზე დგანან და ყველანაირ მცდელობებსაც იჩენენ ამ კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის.

“გვირაბის ბოლოს უკვე შუქი ჩანს და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს შანსი ხელიდან აღარ უნდა გაუშვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ქაოსის მაგივრად მშვიდობის დასადგურებისათვის“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები