ერდოღანმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა

ერდოღანმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა

672034
ერდოღანმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ისლამური სამყაროს მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა: „საუკუნეების მანძილზე მშვიდობით მოხსენიებული ისლამური სამყარო, სამწუხაროდ დღეისათვის ტერორით, აფეთქებებით, დაძაბულობებით, ბომბებით და სხვა უარყოფითი ქმედებებით მოიხსენიება. ეროვნული და სექტანტური თვალსაზრისით დაშორებული მუსლიმანები სირიაში, ერაყში და სხვა მრავალ ქვეყანაში საკუთარ თავს ანადგურებენ. მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლეთში, ჩვენი უწმინდესი რელიგიის, ისლამის, ტერორიზმთან გაიგივებას   ცდილობენ და ამისათვის ყოველგვარ ხერხებს იყენებენ. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მუსლიმანი, ვისგანაც არ უნდა მოვიდეს ეს ბრალდება, რომ თითქოს ისლამი და ტერორი ერთი და იგივეა, ყოველთვის უარვყოფ. ისლამური სამყაროსათვის ამ ტკივილის მიმყენებელ ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის, ალ-ქაიდას, ბოკო არამის, პკკ-ს,   YPG-ს, FETÖ-ს და ყველა სხვების ქმედებებს მკაცრად ვგმობთ,“ აღნიშნულია ერდოღანის მესიჯში.  მისივე თქმით ისლამური სამყაროს ერთიანობისთვის და ადამიანთა მოდგმის მშვიდობიან გარემოში ცხოვრებისთვის ერთად დგომაა საჭირო. ერდოღანმა ასევე ყველა მოკავშირე და მოძმე ქვეყნებს მოუწოდათ, რომ  მშვიდ გარემოში თანაცხოვრებისათვის ყოველგვარი უარყოფითის წინააღმდეგ ერთად დგომაა საჭირო.



მსგავსი ინფორმაციები