პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩავა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩავა

671253
პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩავა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩავა.  

ერდოღანი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზს, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ ნაიფსა და ტახტის მემკვიდრის წარმომადგენელს მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნება.

პრეზიდენტი საუდის არაბეთიდან კატარში გადავა.

რ. თ. ერდოღანი  გუშინ კი სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში პირველ ქვეყანას ბაჰრეინს ეწვია, სადაც იგი მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ საქირის სასახლეში მიიღო.

ერდოღანთან ერთად შეხვედრაზე ზოგიერთ მინისტრთან ერთად გაერთიანებული შტაბის მეთაური ჰულუსი აქარი და დაზვერვის შეფი ჰაქან ფიდანიც იმყოფებოდნენ.

პირისპირი შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანს „შეიხ ისა ბინ სალმან ალ ხალიფას სახელობის“ მედალი გადაეცა.

„ამ მედალს როგორც თურქეთისა და ბაჰრეინის სახელმწიფოების, ასევე თურქი და ბაჰრეინელი ხალხის ძმობის ნიშნად ვიღებ“- განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ თურქეთ-ბაჰრეინის ძმობა განმტკიცდება და თურქეთი როგორც ლხინში ასევ ჭირშიც ბაჰრეინის გვერდით იქნება. მისივე თქმით, რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის ხელიხელჩაკიდებული იმუშავებენ.

ბაჰრეინის მეფემ კი აღნიშნა, რომ თურქეთსა და ბაჰრეინს შორის მეგობრული ურთიერთობები ამ ვიზიტით კიდევ უფრო განმტკიცდა.

ბაჰრეინსა და თურქეთს შორის განათლების, თავდაცვის და ენერგეტიკის სფეროში ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ბაჰრეინის მეფემ პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად ქააბას საბურველის სასახლეში არსებული ასლი დაათვალიერა.



მსგავსი ინფორმაციები