ერდოღანმა რესპუბლიკური რეჟიმი დაიცვა

“თურქმა ხალხმა არჩევანი 1923 წელს გააკეთა“

668201
ერდოღანმა რესპუბლიკური რეჟიმი დაიცვა

დღეს ერდოღანმა საპრეზიდენტო რეზიდენციის სხდომათა დარბაზში გამგებლები მიიღო და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას პასუხი გასცა რა ოპოზიციის ბრალდებებს რესპუბლიკური რეჟიმის შესაძლო ცვლილებაზე, თქვა, რომ თურქეთმა 1923 წელს გამოცხადებული რესპუბლიკური წყობით ახალი გზა აირჩია და ამ გზას აღარავინ შეცვლის, რამეთუ ამას თუ ვინმე შეეცდება, მის წინაშე უპირველეს ყოვლისა თურქი ხალხი დადგება. მანვე ერთიანობისკენ მოუწოდა თურქ ხალხს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თურქმა ხალხმა თავისი არჩევანი 1923 წელს გააკეთა, როცა რესპუბლიკურ რეჟიმზე გადავიდა, ამიტომაც დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ამიტომ ამ საკითხზე კამათიც არ ღირს. “აპრილისათვის გათვალისწინებულ რეფერენდუმზე არა რეჟიმის, არამედ სახელისუფლებო სისტემის ცვლილება იგეგმება, თანაც იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებს ხალხი“, აღნიშნა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები