პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ ქალინის სტატია გაზეთ DailySabah-ში 28.01.2017

თურქეთის ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკა აფრიკაში

664953
პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ ქალინის სტატია გაზეთ DailySabah-ში 28.01.2017

თურქეთი აფრიკაში თანასწორობაზე, გამჭვირვალობასა და მდგრადობაზე დამყარებულ ურთიერთ გაძლიერების „ორმხრივად მომგებიან“ პოლიტიკას ატარებს.

ამ წლის 22-25 იანვარს პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი აღმოსავლეთ აფრიკის სამ ქვეყანას, ტანზანიას, მოზამბიკსა და მადაგასკარს ეწვია. თურქეთის მიერ 2005 წელში დაწყებული და კვლავაც მიმდინარე ე.წ. „აფრიკაში გახსნის“ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ეს ვიზიტი აფრიკის კონტინეტთან ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავება ისახავს მიზნად.    

ბოლო ათი წლის განმავლობაში, თავიდან როგორც პრემიერმინისტრმა და მოგვიანებით როგორც პრეზიდენტმა, ერდოღანმა მთლიანობაში აფრიკის 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა, რაც არა აფრიკელი ლიდერისათვის რეკორდული რიცხვია. ეს ვიზიტები აფრიკის ერებთან ახალ ურთიერთობებს აფართოებს და თურქეთის აფრიკის მიმართ სტრატეგიული ხედვის მაჩვენებელია. თურქეთს აფრიკაში 2004 წელში მხოლოდ 12 ელჩი ჰყავდა, 2016 წელში კი ეს ციფრი 39-მდე გაიზარდა. მხოლოდ 2012 და 2013 წლებში თურქეთმა აფრიკას სხვადასხვა დახმარების პროგრამებით დაახლოებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება გაუწია.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA)-ს აფრიკაში 16 ბიურო აქვს. ისინი ახალი წყლის ჭების აგების, კლინიკების გახსნის, გლეხებისათვის ტრენინგების ჩატარების, ისტორიული შენობების რესტავრაციის ჩათვლით კონტინენტის მასშტაბით ასობით პროექტს ახორციელებენ. ამასთანავე ათობით თურქული არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას. ამ ახალ მიდგომას საპასუხო ჟესტი მოჰყვა აფრიკული ხალხებისგან. 2008 წელში აფრიკის კავშირმა თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა. თურქეთ-აფრიკის პირველი სამიტი იმავე წელს სტამბოლში გაიმართა, ამის შემდეგ მალაბოში, ეკვატორულ გვინეაში 2014 წელში მომდევნო სამიტი ჩატარდა.

მესამე სამიტი კი 2019 წელში სტამბოლში ჩატარდება. 10 წლის წინ აფრიკასთან თურქეთის სავაჭრო ბრუნვა მთლიანობაში 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე ნაკლები იყო. დღეს კი ამ სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თურქეთის ავიახაზებს აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანასთან 40 მიმართულებით აქვს ფრენები. ეს ციფრი მსოფლიოს სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებზე ბევრად უფრო მეტია. აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანას აქვს დიპლომატიური მისია თურქეთში. აფრიკიდან ჩამოსული 5 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას თურქეთში სრული სტიპენდიით. ეს ციფრები თურქეთსა და აფრიკას შორის გაღრმავებული კავშირების, ძლიერების და სტაბილურობის მაჩვენებელია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფრიკა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ახალგაზრდა და დინამიური მოსახლეობით უდიდესი პოტენციალის მქონე კონტინენტია. მაგრამ, ამ სიმდიდრეების მიუხედავად, აფრიკა სიღატაკეში ღაფავს სულს. მრავალ აფრიკულ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარება მთავარ პრიორიტეტად გადაიქცა. თუ ევროპული კოლონიალიზმის მიერ ამ კონტინენტს თავს მოხვეულ სამარცხვინო ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სამეურვეო რეჟიმის მხრიდან დატოვებული დისკრიმინაციული მემკვიდრეობის, მარიონეტული ომების, თანამედროვე მონობის და ეკონომიკური ექსპლუატაციის წინააღმდეგ დღესაც კი არა საკმარის სიფხიზლეს იჩენენ

თურქეთი აფრიკაში არა იმპერიალისტურ, არამედ ურთიერთმომგებიან პოლიტიკას ატარებს. ასე რომ,  ახალი დამოკიდებულების, მეურვეობისა და ექსპლუატაციური ურთიერთობების ნაცვლად, აქცენტს პოლიტიკურ თანასწორობაზე,  ურთიერთპატივისცემაზე და  ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენს. მოკლედ, ანკარა აფრიკელებს ეხმარება მათი პრობლემების მოგვარების მიზნით და ამ დროს იგი შორს დგას დასავლეთელებივით გამორჩენა-ექსპლოატაციისაგან. ამ მიზნით თურქეთი აფრიკელ სტუდენტებს და სახელმწიფო მოხელეებს სასწავლოდ ან კურსებზე იწვევს რა, ისინიც თურქეთში ნასწავლებს თავიანთ სამშობლოებში იყენებენ და ასე იღებენ მონაწილეობას აფრიკის განვითარებაში, მეორეს მხრივ თურქეთი ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის გაჭირვებაში მყოფ აფრიკელებს. ამ მხრივ ყველაზე მეტი დახმარება ანკარამ სომალის აღმოუჩინა, რომელსაც 2011 წლის აქეთ 1 მილიარდი დოლარის დახმარებები მიაწოდა.

აფრიკამაც თურქეთის ასეთი ურთიერთ მომგებლური პოლიტიკის სანაცვლოდ, ასეთივე დადებითი პოლიტიკა აირჩია, რის დასტურია აფრიკის მრავალი ქვეყნის მაღალჩინოსანთა ვიზიტები თურქეთში. ანკარა აფრიკელებს სამშენებლო პროექტების განხორციელებაშიც დახმარებებს უწევს და მის ფარგლებში ტანზანიაში თურქულმა ფირმებმა 2 ათას კმ სიგრძის რკინიგზა გაიყვანეს, მოზამბიკში იაფფასიანი საცხოვრებელი მასივები ააშენეს, მადაგასკარში ელექტროსადგურები ააშენეს, სომალიში კი მრავალი სოციალური ობიექტები ააშენეს. გარდა ამისა, თურქებმა რამდენიმე ქვეყანაში ცემენტის და ტექსტილის მწარმოებელი ქარხანა-ფაბრიკებიც გადასცეს ექსპლოატაციაში   

აღსანიშნავია ისიც, რომ ანკარის აფრიკულ პოლიტიკას თვით პრეზიდენტი ერდოღანი ხელმძღვანელობს, რის მკაფიო დასტურია მისი ხშირი ვიზიტები აფრიკის ქვეყნებში და პირიქით, აფრიკელი ლიდერების ხშირი მიწვევა ანკარაში. ერდოღანისვე წახალისებით და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით თურქი ინვესტორები, არასამთავრობოები, საზოგადოებრივი მკვლევარები, ტურ ოპერატორები, მშენებელ-მოიჯარეები, ექიმ-მასწავლებლები, უბრალო მოქალაქეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ აფრიკის განვითარებაში.  ამას კი ერდოღანმა ყველა საკითხში ორმხრივი ნდობისა და სარგებლიანი პოლიტიკის გულწრფელი გატარებით შესძლო

სწორედ ამ გულწრფელობის ფარგლებში ანკარამ აფრიკის ქვეყნებს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციისა და მისი წევრების ქმედებების შეჩერება მოსთხოვა, რადგან, თურქეთის მსგავსად ამ ორგანიზაციას აფრიკის ქვეყნებშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული და ამიტომ შეიძლება ერთ დღეს რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოშიც მოაწყონ 15 ივლისის მსგავსი სამხედრო გადატრიალება. ანკარის ეს თხოვნა შეისმინა მრავალმა აფრიკულმა ქვეყანამ და მათ ქვეყნებში აკრძალეს ფეტოს საქმიანობები, ხოლო ზოგიერთები კვლევას ამ მიმართულებით აგრძელებენ და თურქეთი იმედს გამოთქვამს, რომ ისინიც შეასრულებენ ანკარის მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადრე თუ გვიან ფეტოელები აფრიკაშიც ეცდებიან თავიანთი მზაკვრული პოლიტიკის სამხედრო გზით განხორციელებას

ასე რომ, თურქეთის მხრიდან აფრიკაში გატარებული ურთიერთ მომგებიანი პოლიტიკა ეფუძნება   ურთიერთ პატივისცემას, თანასწორობას და გამჭვირვალობას რა, ითვალისწინებს ორივე მხარის გაძლიერებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანკარის აფრიკული პოლიტიკა გამორიცხავს იმპერიალისტურ ზრახვებს, თანამედროვე მონობას და კოლონიალიზმს რა, თუ სხვა ქვეყნებიც აფრიკასთან ურთიერთობებში  თურქეთივით თანასწორობის პოლიტიკას აირჩევენ, მაშინ, წინ ვერაფერი დაუდგება ამ შავი კონტინენტის აღორძინებას და ძლიერ განვითარებას როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალ-პოლიტიკურადაც, რისთვისაც აფრიკას უდიდესი და მძლავრი პოტენციალი გააჩნია      

 



მსგავსი ინფორმაციები