მერკელი თურქმა კოლეგამ მიიღო

ილდირიმმა ფეტოელების და სხვა ტერორისტების ექსტრადაცია მოითხოვა

664606
მერკელი თურქმა კოლეგამ მიიღო

ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ერდოღანის შემდეგ მისმა თურქმა კოლეგამ ბინალი ილდირიმმა მიიღო, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და მასზე თურქმა პრემიერმა განაცხადა, რომ ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებს და უსაფრთხოების საკითხებს დაუთმეს.

“საუბრის დროს მე ჩემს გერმანელ კოლეგას ავუხსენი თუ რა რიგ მნიშვნელოვანია ანკარისათვის გერმანიაში თავშეფარებულ პკკ-ას და ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია სახელმწიფო პარალელური სტრუქტურა FETÖ/PDY-ს წევრი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის დახმარება და რომ ასეთი ტერორისტების განადგურება ყველა ქვეყნის ვალია, რამეთუ, ადრე თუ გვიან, ისინი იმ ქვეყნებსაც აუტკივებენ თავს, რომლებსაც წლებია რაც თავს აფარებენ, ამიტომაც მოვითხოვთ ყველა ტერორისტის ექტრადაციას“, განაცხადა ილდირიმმა.

მერკელის თქმით კი მან ფეტოელების მხრიდან სამხედრო ამბოხის მცდელობის დროს დაბომბილი თურქეთის პარლამენტის შენობაც მოინახულა და მიხვდა, თუ რაოდენ დიდი დარტყმა მიაყენეს მათ თურქეთს. “პკკ-ას და ფეტოს წევრების მფარველობით გერმანია მეტად მძიმე ტვირთის ქვეშ აღმოჩნდა და ჩვენ გავაგრძელებთ ანკარასთან ურთიერთთანამშრომლობას ანტიტერორისტულ ბრძოლაში და საჭირო დახმარებებსაც აღმოვუჩენთ“, ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა.

გუშინვე საღამოს ილდირიმმა მერკელის საპატივსაცემოთ ვახშამი გამართა, რომელსაც ორივე ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ



მსგავსი ინფორმაციები