ჩანაქქალეში 22 უცხოელი დააკავეს

ჩანაქქალეში 22 უცხოელი დააკავეს

664097
ჩანაქქალეში 22 უცხოელი დააკავეს

ჩანაქქალეს აივაჯიქის რაიონში არალეგალური გზით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლის მსურველი 22 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. რეგიონის ჟანდარმერიაში შესული შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა  სოფელ საზლიში სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარეს რის შედეგადაც სირიის, ავღანეთის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. არალეგალური გზით საბერძნეთის კუნძულზე გადასვლის მსურველები ჟანდარმებმა აივაჯიქის პოლიციის უცხოელთა განყოფილებაში გადაიყვანეს საიდანაც მათი დეპორტაცია უნდა მოხდეს.



მსგავსი ინფორმაციები