თურქეთმა საბერძნეთს პუტჩისტების შესახებ ახალი დოკუმენტები გადასცა

სამინისტრომ ასევე ინტერპოლს მათი წითელი ცირკულაციით ძებნის შესახებ წერილი მისწერა

660500
თურქეთმა საბერძნეთს პუტჩისტების შესახებ ახალი დოკუმენტები გადასცა

 

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთში გაქცეული ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY) 8 წევრის ექსტრადაციის შესახებ ახალი დოკუმენტები საბერძნეთს გაუგზავნა. სამინისტრომ ასევე ინტერპოლს მათი წითელი ცირკულაციით ძებნის შესახებ წერილი მისწერა.

სტამბოლის სისხლის სამართლის მე-12 ინსტანციის  სასამართლომ 8 პუტჩისტის დაკავების განაჩენი გამოიტანა.  მეორეს მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთის მხრიდან პუტჩისტების ექსტრადაციაზე უარი მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ საბერძნეთთან რეადმისიის შეთანხმების ჩათვლით ყველა შეთანხმების ხელმეორედ გადახედვას აპირებენ. თურქეთმა საბერძნეთს გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედროების ექსტრადაცია მოსთხოვა, მაგრამ მათ მიმართ გუშინ გამოტანილი საბოლოო განაჩენით ბერძნულმა მხარემ მათ ექსტრადაციაზე უარი განაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები