თურქეთმა საბერძნეთის ქმედება დაგმო

თურქეთმა საბერძნეთის ქმედება დაგმო

660497
თურქეთმა საბერძნეთის ქმედება დაგმო

საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს მხრიდან,  15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთში გაქცეული ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY) 8 წევრის თურქეთისადმი ექსტრადაციაზე უარის მთქმელი  განაჩენის შესახებ  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთში დემოკრატიული ღირებულებების აღკვეთის მცდელობის დროს პუტჩისტებმა სამართალდამცველების და სამოქალაქო პირების ჩათვლით მთლიანობაში 248 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, ხოლო ამ მოვლენების დროს 2193 ადამიანი დაშავდა. ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი პრეზიდენტის სიცოცხლეს   საფრთხე შეუქმნეს, ვისურვებდით რომ ჩვენს სასამართლოს წინაშე წარდგენილიყვნენ, ამიტომ ბერძნული მხარის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ.“ სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბერძნეთის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ტერორიზმთან დაკავშრებით მათი დამოკიდებულების ხელმეორედ გადახედვას საჭიროებს.  საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ბერძნული მხარის ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად პოლიტიკურს ჰგავს, ამიტომ თურქეთიც მეზობელ ქვეყანასთან ყოველგვარი თანამშრომლობის სფეროს ხელმეორედ გადახედვას განიხილავს.



მსგავსი ინფორმაციები