ერდოღანმა მადაგასკარში პრესკონფერენცია გამართა

ერდოღანის მადაგასკარში ვიზიტის ფარგლებში ოთხ განსხვავებულ სფეროში შეთანხმებაც იქნა გაფორმებული

659389
ერდოღანმა მადაგასკარში პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აფრიკული ქვეყნებიდან ტანზანიაში, მოზამბიკში და ბოლოს მადაგასკარში იმყოფებოდა. მან ჯერ მადაგასკარის პრეზიდენტთან პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებს შორის შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ თავის მადაგასკარელ კოლეგასთან 15 ივლისს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის და ტერ ორგანიზაცია  FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაც ისაუბრეს. „ქველმოქმედების და განათლების საფარ ქვეშ აფრიკის მრავალ ქვეყანაში გავრცელებულ ამ დაჯგუფების შესახებ ჩემ მეგობარს ინფორმაცია მივაწოდე და მათ გასანადგურებლად კი მისგან დახმარება ვითხოვე. ფეტოელები დღეისათვის მსოფლიოს 170 ქვეყანაში ფუნქციონირებენ. ჩვენ ყველა ჩვენს მეგობარს ვეუბნებით, ჩვენ ამათგან ერთი გადატრიალების მცდელობა გადავიტანეთ და თუ ფრთხილად არ იქნებით, ანალოგიური დაგემართებათ თქვენც,“ განაცხადა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დროულად იმოქმედებენ, რადგან ეს თურქი ხალხის მოთხოვნაა. ერდოღანმა ასტანაში სირიის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. „სირიაში შეტაკებების დასრულება  სამხედრო მეთოდით  შეუძლებელია, ამიტომაც იგი გაეროს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით უნდა იქნეს მოგვარებული. ცეცხლის შეწყვეტის დაურღვევლობისათვის სამეულთა მექანიზმი შეიქმნა. ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის და El Nusra-ს წინააღმდეგ ბრძოლის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ განახლდა,“ დასძინა მან. ამ განცხადებების პარალელურად ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერაყიდან თურქეთის მიმართულებით რაიმე საფრთხე არ წარმოიქმნება მაშინ მათი იმ ქვეყნისადმი დამოკიდებულება სულ სხვა იქნება, მაგრამ მისი თქმით ამჟამად ერაყში ტერ ორგანიზაცია PYD და  YPG ბინადრობს, რომლებიც თურქეთის მიმართ საფრთხეს ქმნიან. მისივე თქმით ჯერაბლუსში ოპერაციები სწორედ რომ თურქეთის უსაფრთხოების მიზნით დაიწყეს. ერდოღანის მადაგასკარში ვიზიტის ფარგლებში ოთხ განსხვავებულ სფეროში შეთანხმებაც იქნა გაფორმებული.  



მსგავსი ინფორმაციები