ერდოღანმა იურისტები თავის რეზიდენციაში მიიღო
“FETÖ და PKK-ა თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივად თანამშრომლობდნენ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა დღეს საპრეზიდენტო კომპლექსის სხდომათა დარბაზში მოსამართლეთა ასოციაციის წევრები მიიღო და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ტერ ორგანიზაცია ფეტოს წევრები ხშირად, ვითომც საპროცესო გარიგებას დებენ სამართალდამცავებთან, მაგრამ, დრო გადის და ვხედავთ, რომ ისინი იტყუებიან, რაც ძალზედ საშიში რეალობაა.
მისივე თქმით ფეტოელები თურქეთის, თურქი ხალხის და პირადად მის წინააღმდეგ ხშირად აწყობენ პოლიტიკურ ხაფანგებს, რასაც სამწუხაროდ ზოგჯერ გვიან აცნობიერებენ. “ფეტოელებმა თავის დროზე ჩვენი მათდამი კეთილი დამოკიდებულება ბოროტად გამოიყენეს და სამართალდამცავი ორგანოები თავიანთი კადრებით გაავსეს რა, მათ კი ძალიან დიდი ხელოვნური დაბრკოლებები შეგვიქმნეს და დიდი ზიანი მოგვაყენეს პუტჩისტების და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ფეტოელებს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდათ პკკ-ას ტერორისტებთან.
“უკვე დადგენილია, რომ FETÖ და PKK-ა თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივად თანამშრომლობდნენ და ძალოვან სტრუქტურებში, არმიაში და სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში მომუშავე ფეტოელები ყველანაირ ინფორმაციებს აწვდიდნენ ქურთ ტერორისტებს, რაც მათთან ბრძოლას გვირთულებდა, მაგრამ, სახელმწიფო ორგანოები გავწმინდეთ თუ არა ფეტოელებისგან, პკკ-ას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა დავიწყეთ და სეპარატისტები უკვე განადგურების პირისპირ არიან რა, ცოცხლად დარჩენილები უცხოეთში გარბიან“, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
იგი შეეხო ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, რომელთა კენჭისყრა მიმდინარეობს ქვეყნის პარლამენტში, თქვა, რომ ამით საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილების, ძალთა და ურთიერთობათა ხელახალი, სამართლიანი განაწილება მოხდება და ეს იქნება თურქეთის უდიდესი დემოკრატიული გამარჯვება
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“