აქარმა ნატოს სამხედრო კომიტეტის გაერთიანებული შტაბები მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

არმიის გენერალმა აქარმა გუშინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ 176-ე ნატოს სამხედრო კომიტეტის გაერთიანებული შტაბები მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

653745
აქარმა ნატოს სამხედრო კომიტეტის გაერთიანებული შტაბები მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული შტაბის მეთაურმა არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ნატომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში საჭიროა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და თურქეთს უფრო მეტი კონკრეტული მხარდაჭერა გაუწიოს.

არმიის გენერალმა აქარმა გუშინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ 176-ე ნატოს სამხედრო კომიტეტის გაერთიანებული შტაბები მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ნატოს სარდლობის სტრუქტურის ფუნქციონალურობა, ავღანეთში არსებული უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა, აქ განხორციელებული მტკიცე მხარდაჭერის მისია და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

თურქეთის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა დღის წესრიგში ჩააყენა ნატოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში უფრო მეტის პასუხიმგებლობის აღებისა და თურქეთისათვის უფრო მეტი კონკრეტული მხარდაჭერის საჭიროების საკითები. ამასთანავე აღნიშნა, რომ თურქეთი როგორც ადრე, ავღანეთში მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას გააგრძელებს.

არმიის გენერალმა აქარმა სამუშაოების ფარგლებში აშშ-ს, ავსტრიის, უკრაინის, რუმინეთის, ავსტრალიის, ისრაელის და იტალიის გაერთიანებული შტაბების მეთაურებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.



მსგავსი ინფორმაციები