რეინას ტერორისტის დაკავების შესახებ პირველი შეფასებები გაკეთდა
რეინას ტერორისტის დაკავების შესახებ პირველი შეფასებები გაკეთდა
ახალი წლის ღამეს სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი აბდულგადირ მაშარიპოვი სტამბოლში ესენიურთის რაიონში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ელების სამალავ სახლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. თავდამსხმელის დაკავებას პრეზიდენტი ერდოღანი დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თურქეთი კონსტიტუციური სახელმწიფოა და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს. ერდოღანმა ამ ფაქტის შესახებ განცხადება პრეზიდენტის სასახლეში შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კორპუსის საჯარო გახსნაზე გააკეთა: „სტამბოლში, ორთაქოიში ღამის კლუბში ტერაქტის განმხორციელებელი დაკავება მნიშვნელოვანი გამოვლინებაა,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე სამართალდამცველებს წარმატებული სპეცოპერაციის ჩატარებაც მიულოცა. ამ ფაქტის შესახებ პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) აღმასრულებელი კომიტეტის შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა: „მთავარია ამ საზარელი თავდასხმის განმახორციელებლის დაკავება იყო. ახლა კი თავდამსხმელს, თუ ვისთან ჰქონდა კავშირი, იმის გამოვლინებაა. ამიტომ მისი ცოცხლად დაჭერა მნიშვნელოვანი იყო.“ ამ ფაქტთან დაკავშირებით სტამბოლის გუბერნატორმა ვასიფ შაინმა და პოლიციის სამმართველოს უფროსმა მუსტაფა ჩალიშქანმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ თავდამსხმელმა დანაშაული აღიარა და ამას თითის ანაბეჭდებიც ადასტურებს. გუბერნატორმა ასევე თავდამსხმელის ვინაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი 1983 წელს უზბეკეთში დაბადებული, ავღანეთში განათლება მიღებული ოთხი უცხო ენის მცოდნე ტერორისტია. „ბრალდებულთან ერთად ასევე ერთი ერაყელი მამაკაცი და სამი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ქალიც იქნა დაკავებული, ოპერაციის შედეგად ტერორისტების სახლში 197 ათასი ამერიკული დოლარიც იქნა ამოღებული. ყველა დეტალი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმა DEAŞ-ის სახელით არის განხორციელებული,“ განაცხადა სტამბოლის გუბერნატორმა.