ანკარა და მოსკოვი სირიის საკითხში შეთანხმდნენ

მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი იქნა გაფორმებული

650365
ანკარა და მოსკოვი სირიის საკითხში შეთანხმდნენ

თურქეთსა და რუსეთს შორის სირიაში განხორციელებული ოპერაციების დროს, “ფრენის უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების“  მიზნით მოსკოვში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსმა და თურქმა მაღალჩინოსანმა სამხედროებმა ჯერ მოლაპარაკებები გამართეს და ხსენებულ მემორანდუმს ამის შემდეგ მოაწერეს ხელი.

განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ტერორისტების სამიზნეებზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციების დროს, ორივე მხარის თვითმფრინავების ფრენის უსაფრთხოების მიზნით ერთობლივი  კოორდინაციისა და თანამშრომლობა მექანიზმები იქნა გამომუშავებული



მსგავსი ინფორმაციები