ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა

რეგიონის სიმშვიდე ერაყის და სირიის სიმშვიდეზეა დამოკიდებული

648261
ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის სხვადასხვა რაიონებიდან ჩასულ გამგებლებთან შეხვედრა გამართა. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი,  როგორც საგარეო, ისე საშინაო მტრების თავდასხმების ქვეშ იმყოფება.

„ეს თავდასხმები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ სუსტი ქვეყანა. სწორედ ისაა ამ თავდასხმების მიზეზი, რომ ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ,“ განაცხადა პრეზიდენტმა.  მან ასევე დასძინა, რომ წარმატების მთავარი პირობა ქვეყანაში სიმშვიდის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა რა, სწორედ ამიტომ ახორციელებენ ტერ ორგანიზაციები მორიგეობით თურქეთის მიმართ თავდასხმებს.

 „15 ივლისს გადატრიალების მცდელობის დაწყებით, ჩვენს წინაშე სხვადასხვა სახელით შექმნილი დაჯგუფებები, რომლებსაც ჩვენ ტერ ორგანიზაციებად და მათ წევრებს ტერორისტებად მოვიხსენიებთ, ყველა მათი მიზანი ერთია, თურქეთის მთავრობის და ხალხის ერთმანეთზე წაკიდება და ქვეყანაში ქაოსის გამოწვევაა,“ განაცხადა  ერდოღანმა. მან ასევე განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც  თავიანთ მთავარ დღის წესრიგად ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდნენ მიზნად,  დღეისათვის სადაცაა ლამის მფარველობაში აიყვანონ ტერორისტები და ამ მოვლენებს თურქები აღშფოთებით აკვირდებიან.

 „რეგიონის ისტორიის, რელიგიის და კულტურის შეუცნობლად ისინი  თავისეულ პროექტებზე მუშაობენ, რომლებითაც თურქეთში არეულობის შექმნა სურთ, მაგრამ ანკარა, როგორც საკუთარი თავის, ასევე მოძმე ხალხისათვის ამ პროექტების განხორციელებას არ დაუშვებს,“ განაცხადა პრეზიდენტმა.   ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის სიმშვიდე ერაყის და სირიის სიმშვიდეზეა დამოკიდებული, რადგან პირდაპირად ან არაპირდაპირად მათ თურქეთზეც აქვთ ზეგავლენა.  



მსგავსი ინფორმაციები