თურქმა ვიცე-პრემიერმა დაგმო ამერიკელთა ქმედება

“იმედი მაქვს, რომ ამერიკელები დაშვებულ შეცდომას გამოასწორებენ“

647511
თურქმა ვიცე-პრემიერმა დაგმო ამერიკელთა ქმედება

ვიცე-პრემიერმა ნურეტტინ ჯანიქლიმ ერთ ერთ სატელევიზიო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და მკაცრად დაგმო ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მხრიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული განშტოება YPG-ს წევრებისადმი სამხედრო განათლების მიცემა და მათი გამოწვრთნა.

მისივე თქმით YPG-ს არსებობა დიდ და სერიოზულ საშიშროებას უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას, ამიტომაც იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელები არასწორი გზიდან დაბრუნდებიან და გამოასწორებენ დაშვებულ შეცდომას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცე პრემიერისვე თქმითვე, ანკარა ადეკვატურ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ჯანიქლიმ უპასუხა რა  საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თქვა, რომ ამ პროექტს 18-20 დღის განმავლობაში პარლამენტში განიხილავენ და უყრიან კენჭს, ხოლო აპრილში კი სახალხო რეფერენდუმზე გაიტანენ.

“რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ დამნაშავეებს და ტერორისტებს, ჩვენ მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოვუწოდებთ, ხოლო რომლებიც არ დაბრუნდებიან, მათ თურქეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ“, განაცხადა ვიცე პრემიერმა  



მსგავსი ინფორმაციები