ელჩების კონფერენციას ქართველი მინისტრიც დაესწრება
ელჩების კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ელჩების მეცხრე კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიამდე ელჩებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერორის შედეგად დაღუპულ თანამშრომელთა მემორიალი მოინახულა.
და განაცხადა: „ტერორს, რომელიც მათ თავს დაატყდა კიდევ ერთხელ ვგმობთ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ, ვინც ტერორზე თვალს ხუჭავს და ტერორისტებს ლოიალურად უყურებს. არ არსებობს კარგი და ცუდი ტერორისტი. ამ უბედურების დასამარცხებლად ნადვილი თანმშრომლობის გამოხატვის დრო მოვიდა. ტერორთან ბრძოლა უპირობოდ უნდა შევასრულოთ. PKK, DEAŞ, DHKP-C ან FETÖ. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ერის წინააღდეგ მიმართული ყველა ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ელჩების მეცხრე კონფერენციის თემა გახლავთ „2013 წლისკენ: ეროვნული ფასეულობები და გლობალური მიზნები.“
კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბების გასაფართოებლად წელს ისევე როგორც ყოველ წელს, უცხოელი სტუმრებიც იქნა მოწვეული.
ამ ფარგლებში კონფერენციაზე, რომელიც 14 იანვრამდე გაგრძელდება, მოწვეულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამის ალ ჯიჰინავი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო სოინი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ლესი სვინგი.
კონფერენცია, რომელიც პირველად 2008 წელში ჩატარდა და ტრადიციად იქცა, მნიშვნელოვანია თურქეთის რეგიონსა და მის გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის განხილვისა და უფრო მეტი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.