სამძიმრის მესიჯები ერდოღანს

წუხელ კიდევ სამი ქვეყნის ლიდერმა მიუსამძიმრა მას

642805
სამძიმრის მესიჯები ერდოღანს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, უცხოელი ლიდერები აგრძელებენ ერდოღანისადმი სამძიმრისა და თანაგრძნობის მესიჯების გამოგზავნას.

წუხელ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდნენ იორდანიის მეფე აბდულაჰი, პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბასი და საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი რა, მწუხარება გამოთქვეს ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბში ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპული 39 მოქალაქის გამო.

ამ სამივე ლიდერმა ერდოღანს თანადგომა და სოლიდარობა აღუთქვა და ამასთან ხაზი გაუსვეს, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლაში ყოველთვის ანკარის გვერდით იდგმებიან, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები