ერდოღანმა მკაცრად დაგმო ორთაქოის თავდასხმა

“ბრძოლას ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გავაგრძელებთ“

642152
ერდოღანმა მკაცრად დაგმო ორთაქოის თავდასხმა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლის ორთაქოის ღამის კლუბში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და მკაცრდა დაგმო რა ასეთი თავდასხმები, აღნიშნა, რომ ასეთი ბინძური ხრიკების ფართოდ განხორციელების საშუალებას არავის მისცემენ.

“მშვიდობიან მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმებით, ტერორისტებს და მათ უკან მდგომებს თურქეთის სტაბილურობის დარღვევა, ქაოსის შექმნა და დესტაბილიზაციის წარმოქმნა სურთ, მაგრამ, ამას ვერ ეღირსებიან, რამეთუ ჩვენი ხალხი ქედს არ მოუდრეკს მათ და უფრო მტკიცედ გაერთიანდებიან ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში“, განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ამიერიდან თურქეთის მისამართით განხორციელებული ყველანაირი მუქარისა და თავდასხმის წყაროს ადგილზევე გაანადგურებენ და საერთოდ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა თურქეთის მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ყველგან.

“დღეს თურქეთზე მხოლოდ ტერორისტული თავდასხმები კი არა, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური თავდასხმებიც ხორციელდება და ყველა მათ წინააღმდეგ ბოლომდის ვიბრძოლებთ. სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტები არც მშვიდობიან მოსახლეობას ინდობენ და მათთვის მთავარია სისხლის დაღვრა და მავანთა ბრძანებების შესრულება“, დასძინა ერდოღანმა

 



მსგავსი ინფორმაციები