ჩავუშოღლუ: სირიაში ცეცხლის შეწყვეტის არ დარღვევის გარანტორები თურქეთი, რუსეთი და ირანი არიან

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის არ დარღვევის გარანტორები თურქეთი, რუსეთი და ირანი არიან

640463
ჩავუშოღლუ: სირიაში ცეცხლის შეწყვეტის არ დარღვევის გარანტორები თურქეთი, რუსეთი და ირანი არიან

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის არ დარღვევის გარანტორები თურქეთი, რუსეთი და ირანი არიან.

ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან ხელმოსაწერი შეთანხმების გარანტორი თურქეთი და რუსეთი არიან, რეჟიმთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ხელს რუსეთი მოაწერს და მისი გარანტი იქნება. 

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და რუსეთი ოპოზიციისა და რეჟიმის საკითხზე მისცემენ გარანტიას, ირანის საკითხზე კი აღნიშნა: „არიან შიიტ ჯგუფები, ჰეზბოლა, ირანი ამ საკითხში იქნება გარანტი. ცეცხლის შეწყვეტაზე მოსკოვიც გარანტორია და ტექსტში ამის ასახვაზე ვმუშაობთ.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია ცეცხლის შეწყვეტა ახალ წლამდე მოხდეს, თურქეთმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართეს, მაგრამ დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.

 „ამჟამად ერთი ცეცხლის შეწყვეტის მთელს ქვეყანაში გავრცელება და კონტროლი, მეორე რეჟიმსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ასტანაში დაწყება. მაგრამ ეს ჟენევის ალტერნატივა არ არის იგი შემავსებელი ნაბიჯია.“-განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ასტანის მოლაპარაკებები მათი კონტროლის ქვეშ იქნება და პრობლემის პოლიტიკური გზებით მოგვარებისათვის მოლაპარაკებები რეჟიმსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის უნდა გაიმართოს და ტერორისტული ჯგუფი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ უნდა მონაწილეობდეს.

თურქი მინისტრის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ სირიის სასაზღვრო მთლიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთობას და მათი აზრით, ამის შემდეგ ასადი სირიაში ერთობას ვერ უზრუნველყოფს და ასადთან შეხვედრაზე საუბარი არც არის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ალ ბაბში გარკვეული პერიოდია რუსეთის თხოვნით საჰაერო ოპერაცია არ ტარდება. მისი თქმით, რეგიონში რუსებიც ფრენებს განახორციელებენ და იმის გამო რომ რაიმე ავარიას ადგილი არ ჰქონდეს რუსების თხოვნით საჰაერო ოპერაცია შეაჩერეს.  



მსგავსი ინფორმაციები