პრეზიდენტი, ანტონიო გუტერესი

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა გაეროს ახალ გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს

630589
პრეზიდენტი, ანტონიო გუტერესი

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა გაეროს ახალ გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს და მნიშვნელოვნად მიიჩნია ალეპოს ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს ამოქმედება.

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანმა, უპ. ყოვლისა გუტერესს მიულოცა თანამდებობა და წარმატებები უსურვა მუშაობაში. გააცნო ალეპოს ადამიანური ტრაგედია. ყურადღება გაამახვილა დამასკოს რეჟიმის და მისი მხარდამჭერების, ალეპოში ჩადენილ საშინელებებზე, რომელმაც აღაშფოთა მთელი მსოფლიო და საჭიროდ მიიჩნია ქალაქის ატმოსფეროს შერბილება.  შეახსენა, რომ ამისათვის ყველა ძალისხმევას იჩენს თურქეთი და მიღწეულ იქნა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააქტიურეს სამოქალაქოების და ოპოზიციონერების ევაკუაციისთვის მუშაობა. შემდეგში კი, ყურადღებას გადაიტანენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია პრობლემით გაეროს დაინტერესება და საკითხთან დაკავშირებით ელიან გაეროს გენერალური საბჭოს საგანგებო შეკრების ჩატარებას.

გუტერესმა, თანადგომა გამოუცხადა თურქეთს, სირიელი და ერაყელ მიგრანტებთან დაკავშირებით წარმართული სამუშაოების გამო, რომელმაც მსოფლიოს  ქება დაიმსახურა და აღნიშნა, რომ ასევე  თურქეთს ეთანხმება ალეპოს საკითხშიც, რომლის მიმართაც უგულისყურობა არ უნდა გამოიჩინოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. 



მსგავსი ინფორმაციები