თურქმა მინისტრმა ევროკავშირი გაკიცხა

“ევროპაში ერდოღანის საწინააღმდეგო განწყობაა“

629754
თურქმა მინისტრმა ევროკავშირი გაკიცხა

თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში და მთავარი მომლაპარაკებელი ომერ ჩელიქი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის გენერალურ სესიაზე, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტი იხილება და თქვა, რომ ევროპაში მზარდი რასობრივი პოლიტიკა პირდაპირ თურქეთისა და მისი პრეზიდენტ ერდოღანისადმი არის მიმართული.

“დღეს იმ თურქეთისადმი, რომელიც ევროპაში სტუმარი კი არ არის, არამედ მისი განუყოფელი ნაწილი და მასპინძელია, რუსული “მატრუშკას“ მსგავსი პოლიტიკა ხორციელდება. ამის მთავარი მიზეზი კი დასავლური მასმედიის მხრიდან ერდოღანის საწინააღმდეგო ფობიური განცხადებები და შავი პროპაგანდაა, საბოლოო ჯამში კი ეს არის ჯერ თურქული ფობია და შემდეგ ისლამოფობია“, აღნიშნა ჩელიქმა და დაამატა, რომ დევნილების საკითხში თურქეთმა ყველა ვალდებულება შეასრულა, დღემდის 3 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს მფარველობს, ხოლო ევროკავშირმა კი არ შეასრულა და არალეგალთა საკითხში იგი მკაცრად ჩაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები