ერდოღანი: „სტამბოლში დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული გვყავს“

ერდოღანი: „სტამბოლში დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული გვყავს“

627827
ერდოღანი: „სტამბოლში დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული გვყავს“

 

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სტამბოლში გუშინ საღამოს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გახდნენ მოწმენი ტერორის მახინჯი სახისა. მისი თქმით, დამნაშავის სახელი რაც არ უნდა იყოს, PKK, DEAŞ ან  FETÖ მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია ერთი მიზნისთვის ახორციელებს თავდასხმას, თურქეთი როდესაც კი დადებითი კუთხით გადადგამს ნაბიჯს, პასუხი მაშინვე  ტერორგანიზაციების ხელით მოდის.

„ტერორთან ბრძოლაში თურქი ერის გვერდით დგომის მაგიერ ტერორისა და ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნებისაგნ ამჯერადაც საპირისპიროს არ ველით. თურქეთი ამ უზნეო ტერაქტის შემდეგაც თავის იარებს თავად მოიშუშებს  და ნამდვილ მეგობრებთან ერთად იგლოვებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში რომ ტერორგანიზაციები, ტერორიტსები და მათ უკან მდგომი ძალები დმარცხდებიან


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები