ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა ეუთოს შეკრებაზე

“ფეტოს ტერ ორგანიზაცია მსოფლიოს ემუქრება“

627134
ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა ეუთოს შეკრებაზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 23-ე შეკრება მიმდინარეობს და მასზე სიტყვით გამოვიდა რა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა FETÖ-ს ტერ ორგანიზაციის საფრთხიანობასთან  დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააფრთხილა და ხაზი გაუსვა, რომ ანტიტერორისტული ბრძოლა ყველანაირი ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს.

მან შეკრების მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 15 ივლისს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს წევრებმა პუტჩის მცდელობა  განახორციელეს, რომლის დროსაც ცეცხლის გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს პარლამენტის შენობა, პრეზიდენტის რეზიდენცია, პოლიციის და უშიშროების სამმართველოები, სიცოცხლეს გამოასალმეს 248 კაცი, ხოლო 2 ათასზე მეტი კი დაჭრეს.

“მაგრამ, თურქმა ხალხმა ამჯერად ქედი არ მოუხარა პუტჩს და დაიცვა თავისი მხრიდან დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული მთავრობაც და დემოკრატიაც“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით ფეტოს ტერ ორგანიზაციას ამჟამად ბიუროები აქვს მსოფლიოს 194 სახელმწიფოში და ეს სახელმწიფოები როგორც დავუშვათ ელ-ქაიდეს და დეაშს ებრძვიან, ასევე უნდა შეებრძოლონ ფეტოსაც, რადგან, ამ ქვეყნად არ არსებობს ცუდი და კარგი ტერორისტი.

იგი შეეხო ისეთ გაყინულ კონფლიქტებს, როგორებიცაა, ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი და თქვა, რომ ისინი აბრკოლებენ ურთიერთთანამშრომლობას რა, მათი ახლანდელი სტატუსქვოები მიუღებელია. უკრაინის და ყირიმის კრიზისზე საუბრისას მან მხარი დაუჭირა ამ კონფლიქტების უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოგვარებას.

თურქი დიპლომატის თქმითვე ამ ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში გაიზარდა ექსტრემიზმი, ისლამოფობია, ქსენოფობია, ანტიქრისტიანიზმი და ანტისემიტიზმი, რაც შეშფოთების საბაბს იძლევა, როცა მათ მაგივრად საჭიროა ახალგაზრდებს ტოლერანტიზმი, ურთიერთგაგება, ურთიერთგატანა და ურთიერთპატივისცემა შთაუნერგონ



მსგავსი ინფორმაციები