ახალი ეკონომიკური პაკეტი მზად არის

მისი განხორციელება 600 ათას კაცს დაასაქმებს

626706
ახალი ეკონომიკური პაკეტი მზად არის

რუსეთიდან დაბრუნებულმა პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გუშინ საღამოს პრეს კონფერენცია მოაწყო ჩანქაიას რეზიდენციაში და ისაუბრა ახალი ეკონომიკური პაკეტის შესახებ. მისი თქმით ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით 250 მილიარდი ლირის საკრედიტო ფონდს შექმნიან და საშუალო საწარმოებს 50 ათასი ლირის ოდენობის 3 წლის ვადიან კრედიტებს გასცემენ, რომლის დაბრუნება 12 თვის შემდეგ დაიწყება, ხოლო ამის პარალელურად შეამცირებენ კორპორაციული გადასახადების განაკვეთებს.

მისივე თქმით უცხოელ კონტრაქტორებზე და სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული სავალუტო კრედიტების დროს კი კომპანიები, თუ შიდა ბაზარზე განსახორციელებელი საქმიანობების დროს თურქული საქონლით და მომსახურებით უზრუნველყოფენ, მაშინ ამ კომპანიების მიმართ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი იქნება გამოყენებული.

“ჩვენს მიერ დაგეგმილი ამ ახალი ეკონომიკური პაკეტით მთლიანობაში 600 ათას ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და აქედან 500 ათასი კერძო სექტორში დასაქმდება, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული გადასახადების დაფარვას კი 9 თვით გადავავადებინებთ რა, ამ დროს მათზე პროცენტები არ იქნება მოთხოვნილი“, განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ამიერიდან თუ რაიმე აუცილებლობა არ იქნება, ყველანაირი სახელმწიფო თუ კერძო კონტრაქტები ეროვნულ ვალუტაზე იქნება შეთანხმებული



მსგავსი ინფორმაციები