ერდოღანმა მკაცრად დაგმო გერმანიის ქმედება

“გერმანელებს აუცილებლად გადავუხდით სამაგიეროს“

625611
ერდოღანმა მკაცრად დაგმო გერმანიის ქმედება

თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის ვიცე-სპიკერის აიშენურ ბაჰჩექაფილის მიმართ გერმანიაში გამოჩენილი თავხედური ქმედებისადმი უარყოფითი რეაქცია გამოხატა პრეზიდეტმა ერდოღანმა და თქვა, რომ გერმანიას აუცილებლად გადაუხდიან სამაგიეროს.

ვიცე-სპიკერს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელჩანთა დაეკარგა, რომელშიც მას ვიზა და პასპორტი ჰქონდა და მათ მაგივრად საელჩოსაგან დროებითი ვიზა და პასპორტი აიღო, თუმცა გერმანელმა მებაჟეებმა თავხედობა გამოიჩინეს, ქ-ნ აიშენურს კარგა ხანს ალოდინეს აეროპორტში და გაფრენის ნებართვა არ მისცეს რა, გერმანიის ამ ქმედებამ მთელი თურქეთის აღშფოთება გამოიწვია.

“გერმანია თურქეთიდან გაქცეულ ტერორისტებს თავშესაფარს აძლევს და მაღალ დონეზე მასპინძლობთ მათ, ხოლო თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს კი საათობით ალოდინებს აეროპორტში. განა ახლა გერმანელებიც ღირსნი არ არიან ასეთი მოპყრობის? მაგრამ, ამ შემთხვევაში ისევ ატეხენ ერთ უშველებელს და მე კვლავ დიქტატორობაში  დამდებენ ბრალს. კი მაგრამ, თუ შენ ჩემს მოქალაქეს ასე უპატივისმცემლოთ და თავხედურად ექცევი, განა მეც ასე არ უნდა მოვეპყრო შენს მოქალაქეს?  ასე რომ, ჩვენც აუცილებლად გადავუხდით გერმანიას სამაგიეროს“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები