ჩავუშოღლუ ბეირუთში ჩავიდა
მას შეხვედრები ექნება ლიბანის ლიდერებთან

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ ერთდღიანი სამუშაო ვიზით ჩავიდა ლიბანში.
ამ ვიზიტის დროს ჩავუშოღლუ ლიბანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგისა და ახალი მთავრობის შექმნის საკითხებში ოფიციალური ანკარის მტკიცე მხარდაჭერაზე გამახვილებს ყურადღებას.
როგორც ცნობილია ლიბანში 2,5 წელიწადი იყო, რაც პრეზიდენტი ვერ ირჩეოდა და აი 31 ოქტომბერს ეს კრიზისი გადაილახა რა, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა მიშელ აონი.
თურქ დიპლომატს აონის გარდა პირისპირი შეხვედრები ექნება ასევე ლიბანის პარლამენტის თავჯდომარე ნაბიჰ ბერრისთან, დროებით პრემიერ ტამმან სალამთან, დანიშნულ პრემიერ საად ჰარირისთან და თავის კოლეგა გერბან ბასსილთან.
გარდა ამისა ჩავუშოღლუ ბეირუთში მოქმედ იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრსაც ეწვევა და აქ მცხოვრებ თურქ მოქალაქეებსაც შეხვდება, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური
მსგავსი ინფორმაციები

ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“
ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს
თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს