პრემიერმა ინტერვიუ მისცა TRT-ს

“ევროპარლამენტის დადგენილებას ანკარისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“

617434
პრემიერმა ინტერვიუ მისცა TRT-ს

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს და შეფასება მისცა რა დღის აქტუალურ საკითხებს, თქვა, რომ თურქეთი მეტად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ რეგიონში, ევროპაშიც და აზიაშიც მდებარეობს და ამიტომ მასთან კეთილი ურთიერთობები სურს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირმა თავის ზღურბლზე გააჩერა თურქეთის გაწევრიანება და არ აღირსა მას სრული გაწევრიანება. თუმცა ანკარამ ყოველთვის შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა განახორციელა და ევროკავშირის პარალელურად კარგი ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან, კავკასიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, აფრიკასთან და ა.შ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ ბოლო წლებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში თავის სიტყვას ამბობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ინდონეზია, მალაიზია და საჭიროა მათთანაც კეთილი ურთიერთობების გაგრძელება.

პრემიერმა უპასუხა რა კითხვას ევროპარლამენტის მხრიდან თურქეთთან განხილვების დროებით გაყინვის რეკომენდაციის რეზოლუციის მიღებას, თქვა, რომ ამას ანკარისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, არც ის არის დასამალი, რომ ამ ბოლო ხანებში ურთიერთობები თურქეთ-ევროკავშირს შორის ისედაც გაცივებული იყო.

“სხვისი მხრიდან ჩვენთვის გზის ჩვენება, მართვა და ინსტრუქციების მოცემა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ერის ხასიათს. ამიტომაც ჩვენ თვითონ გამოგვაქვს საჭირო დადგენილებები და ამ დროს ჩვენ ხალხის და ერის ინტერესებს და ტრადიციებს ვითვალისწინებთ“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ სამწუხაროდ ევროკავშირი თვით დაშორდა თურქეთს, რადგან იგი  ისეთი ტერ ორგანიზაციებისათვის თავშესაფარი გახდა, როგორებიც არიან PKK, FETÖ და სხვა, თანაც ანკარის მუდმივი თხოვნის, საჭირო მტკიცებულებების წარდგენისა და რაც მთავარია მათთან დამნაშავეების შესახებ ექსტრადაციის შეთანხმების არსებობის მიუხედავად, ისინი უარს ეუბნებიან თურქეთს ტერორისტების გადმოცემაზე.

ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელები გონზე მოვლენ და თურქეთთან ურთიერთობებს გააუმჯობესებენ, ხოლო თურქეთის დაახლოება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ალტერნატივად არ უნდა მიიღონ, რადგან, ანკარა ურთიერთობების გაფართოებას ცდილობს დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც.

პრემიერი სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასაც შეეხო და თქვა, რომ ანკარა მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაცია კი სირიის თავისუფალი არმიასთან ერთად მიზნად ისახავს სირიის ჩრდილოეთის დეაშელებისგან გაწმენდას და იქ უსაფრთხოების ზონის შექმნას, ამიტომაც ბრძოლას გააგრძელებენ როგორც DEAŞ-ის, ასევე ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-ს წინააღმდეგაც, რადგან ეს უკანასკნელნი PKK-ს სირიულ განშტოებად ითვლებიან



მსგავსი ინფორმაციები