პოლიციამ შესძლო მძღოლის დაჭრა

ტერაქტთან დაკავშირებით 2 ეჭვმიტანილი დააკავეს

617048
პოლიციამ შესძლო მძღოლის დაჭრა

ადანაში მეორე ბომბიანი მანქანა დააკავეს

 

ადანის საგუბერნატოროდან გავრცელებული ინფორმაციებით, დღეს დილით ადრე, საგუბერნატოროს მახლობლად მდებარე ავტოპარკში აფეთქება მოხდა, რასაც ცნობებით 2 კაცი ემსხვერპლა, 33 დაშავდა.

ჯანდაცვის მინისტრის, მეჰმეტ მუეზინოღლუს განცხადებით ამ დაჭრილებიდან 5 მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. აფეთქებასთან დაკავშირებით ავტოპარკის ყარაული და 1 დაცვის წევრი დააკავეს.

ადანის გუბერნატორის მაჰმუდ დემირთაშის განცხადებით სავარაუდოდ აფეთქება ერთმა ქალმა ტერორისტმა მერსინის ნომრიანი ავტომანქანით განხორციელა. პრემიერმა ილდირიმმა აფეთქებასთან დაკავშირებით შესაბამის სამინისტროებისგან დეტალური ინფორმაციები მიიღო.

ეს ტერაქტი დაგმეს ვიცეპრემიერებმა ნუმან კურთულმუშმა და ნურეტტინ ჯანიქლიმ, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა და აღნიშნეს, რომ ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს და ტერორისტებთან ერთად მათ მფარველებსაც დაასამარებენ.

მათვე დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

აშშ-ს ანკარის საელჩომ კი სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: “მკაცრად ვგმობთ ადანაში მომხდარ ამ საშინელ ტრაგედიას, ანტიტერორისტულ ბრძოლაში თურქეთის გვერდით ვდგევართ“

მეორეს მხრივ ადანის სეიჰანის რაიონში მეორე ბომბიანი ავტომანქანის განგაში გამოაცხადეს, რის გამოც ადანის პოლიციის მობილიზება მოხდა  და შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაჭრეს, რის შემდეგაც იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

 



მსგავსი ინფორმაციები