ჩელიქმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შეაფასა

ომერ ჩელიქმა მიღებულ გადაწყვეტილებას იურიდიულად არასავალდებულო, არასერიოზული პოლიტიკური გადაწყვტილება უწოდა

617147
ჩელიქმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შეაფასა

ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა ევროპარლამენტის მიერ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დროებითი შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას იურიდიულად არასავალდებულო, არასერიოზული პოლიტიკური გადაწყვტილება უწოდა.

ადანაში გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვტილება მოკლებულია ხედვას და იგი პოლიტიკურად არასტაბილურია. 

მინისტრმა დასძინა, რომ ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მის ისტორიაში ცუდად შევა და დაამატა: „ევროპას მრავალხმოვანების წარმომადგენლად მივიჩნევდით, თუმცა როცა საქმე თურქეთს ეხება ეს მრავალხმოვანება იკარგება და ერთგვაროვან ორგანიზაციად იქცევა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან.“

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმისათვის იქნა მიღებული, რომ  პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს მესიჯი გაუგზავნონ, თუმცა მათ თავად უნდა მიიღონ გზავნილი. 

„მათ, ვისაც პარლამენტის ამ გადაწყვტილებით სურდა ჩვენთვის მესიჯის გამოგზავნა, იცოდნენ, რომ ეს გზავნილი ქაფიქულეს სასაზღვრო კარს შიგნით ვერ შემოვა. ეს ის გზავნილი არ არის, რომელსაც ყურს ვათხოვებთ“- განცხადა ჩელიქმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვტილებების მიმღებნი ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ 15 ივლისს მოწყობილი გადატრიალების მცდელობის შემდეგ 16 ივლისს თურქეთის გვერდით არ იდგნენ და მიგრანტების წინ მავთულხლართების გავლებაზე ევროპარლამენტი გულგრილი დარჩა.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გადაიქცეს ორგანიზაციად, რომელიც ხედვას თავიდან გამოავლენს.



მსგავსი ინფორმაციები