აფეთქება ავტოპარკში

დაიღუპა 2 კაცი

616688
აფეთქება ავტოპარკში

ადანის საგუბერნატოროდან გავრცელებული ინფორმაციებით, დღეს დილით ადრე, საგუბერნატოროს მახლობლად მდებარე ავტოპარკში აფეთქება მოხდა, რასაც პირველადი ცნობებით 2 კაცი ემსხვერპლა, 16 დაშავდა.

ამავე ცნობით აფეთქების კვალდაკვალ რეგიონს მიავლინეს სახანძრო რაზმები, პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები და სასწრაფოები, ხოლო ახლომდებარე ქუჩები კი გადაკეტეს.

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში ამ აფეთქებას ტერორისტული უწოდა და მკაცრად დაგმო რა იგი, დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა



მსგავსი ინფორმაციები