სიირტში მაღარო ჩამოინგრა

სიირტის დაბა შირვანში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 3 მაღაროელი დაიღუპა

613363
სიირტში მაღარო ჩამოინგრა

სიირტის დაბა შირვანში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 3 მაღაროელი დაიღუპა, ცამეტის გადასარჩენად კი სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ერთ-ერთი კერძო ფირმის კუთვნილი სპილენძის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 8 სატვირთო მანქანა და 3 სამუშაო ტექნიკაც მიწის ქვეშ მოექცა.   

სიირტის გუბერნატორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი კრიზისის ცენტრის კოორდინაციით რეგიონის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს, ადგილობრივი სამედიცინო სამაშველო გუნდის და ჟანდარმერიის თანამშრომლების მიერ წარმოებულ სამუშაოებში მონაწილეობას მაღაროელებიც იღებენ.

სიირტის გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების მიხედვით რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის რისკის გამო სამაშველო-სამძებრო სამუშაოები კონტროლირებულად მიმდინარეობს. აქვე ნათქვამია, რომ მეწყერი დიდი ალბათობით ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოიძიება დაიწყო.  

მომხდართან დაკავშირებით პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ტელეფონით დაუკავშირდა შესაბამის მინისტრებს და ინფორმაცია მათგან მიიღო.

ამავდროულად, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, მინისტრის თანაშემწის, ფათიჰ დონმეზის, ხელმძღვანელობით კრიზისის ცენტრი შეიქმნა.  აქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად უზბეკეთში ვიზიტით მყოფი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ბერათ ალბაირაქი, მუდმივ კონტაქტში იმყოფება კრიზისის ცენტრთან და მათგან ინფორმაციებს იღებს. მინისტრის თანაშემწის მოადგილე სამუშაოებისათვის თვალყურის სადევნებლად სიირტში გაემგზავრა.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #მაღარო

მსგავსი ინფორმაციები