ერდოღანი პაკისტანს სტუმრობს

აქედან იგი უზბეკეთს გადავა

612333
ერდოღანი პაკისტანს სტუმრობს

პაკისტანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ თურქეთის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს ისლამაბადის ნურ ქჰანის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნევაზ შერიფმა.

აქედან ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა, სადაც მას პირისპირი შეხვედრა ჰქონდა თავის პაკისტანელ კოლეგა მემნუნ ჰუსეინთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქი პრეზიდენტის საპატივსაცემოთ ვახშამი მოეწყო.

ერდოღანს ამ ვიზიტისას თან ახლავს თურქ მინისტრთა, პარლამენტართა და საქმოსანთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია.

ვიზიტის დროს დიდი სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება დაეთმობა ასევე პაკისტანში მოქმედი ფეტულაჰ გულენის სკოლების დახურვის საკითხსაც.

ანკარის მოთხოვნის საფუძველზე ისლამაბადმა უკვე FETÖ-ს კუთვნილი 23 სკოლიდან 108 პედაგოგს 20 ნოემბრამდე პაკისტანის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

დღეს ერდოღანი სიტყვით გამოვა პაკისტანის ეროვნული მეჯლისის და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე.

პაკისტანში დასრულებული შეხვედრის შემდეგ ერდოღანი აქედან უზბეკეთში გადავა და იქ გააგრძელებს ვიზიტს



მსგავსი ინფორმაციები