TRT World-ის პრეზენტაცია

TRT World-ის პრეზენტაცია გუშინ პრეზიდენტის კომპლექსში გაიმართა

TRT World-ის პრეზენტაცია

თურქეთის პირველი ინგლისურენოვანი საერთაშორისო მედია პლატფორმა TRT World-ის პრეზენტაცია გუშინ პრეზიდენტის კომპლექსში გაიმართა.

საღამოს ხელოვნების, პოლიტიკის, სპორტისა და მედიის სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრეებს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის საპრეზენტაციო ფილმი წარუდგინეს, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერენი.

ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, რომელმაც აღნიშნა:

„ მჯერა, რომ ასეთი გამოცდილების და ძალის მქონე  TRT World თურქეთის მსოფლიოში გამავალი ფანჯარა გახდება. უაღრესად ძვირფასია ჩემთვის TRT World-ს მიზანი ახალ ენაზე ისტორიის თავიდან მოყოლა, მიკროფონის მათთვის გაწოდება, ვისაც საუბრის უფლებას არ აძლევენ და კამერის იმ ადამიანებისაკენ შებრუნება, რომლებიც არსად ჩანან. მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო მედია დიდწილად ერთმანეთს ჰგავს, წამყვანებისა და არხების განსხვავების მიუხედავად ინფორმაციები და ენა ერთმანეთს ჰგავს, ამგვარი მისიით გამოსვლა მისასალმებელია.“

ერდოღანის განცხადებით, გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, ზოგიერთი საერთაშორისო მედია მის ლეგიტიმაციას შეეცდებოდა. მისივე თქმით, DEAŞ-ის წინააღმდეგ მებრძოლი, ასობით მოქალაქის ტერორგანიზაციების სისხლიან ტერაქტებში დამკარგავი თურქეთი ამ მედია ორგანიზაციების შავი პროპაგანდის სამიზნედ იქცა.

„ამ გამორჩეული ტელევიზიისგან ველოდებით, რომ იგი ჩვენი ქვეყნისა და ერის სიმართლეს საუკეთესო ჟურნალისტიკით მსოფლიოს გააცნობს. გვსურს, რომ ეს არხი არა მჩაგვრელთა პროპაგანდისტული ბიულეტენი, არამედ ჩაგრულთა მაღლი ხმა იყოს.“

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ნუმან ქურთულმუშმა კი დასძინა, რომ TERT-ს 13 სატელევიზიო არხი, 16 რადიო არხი, 5 ჟურნალი, 41 ენასა და დიალექტზე რადიო მაუწყებლობა და ინტერნეტ გვერდები, 13 ქვეყანაში წარმომადგენლობა აქვს და იგი თურქეთში საზოგადოებრივი მაუწყებლობის კაშკაშა ვარსკვლავია.  

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ ორგანიზაციის სამაუწყებლო სტრატეგიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნი პერიოდში სამაუწყებლო სტრატეგია, ისევე როგორც TRT WORLD-ში, გარეთ იქნება მიმართული და მისი შინაარსიც უმთავრესად საზღვარგარეთი იქნება.

გოქას თქმით, თურქეთისა და თურქი ერის მსოფლიოსათვის გაცნობა არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ სხვა ენებზეც სურთ.

არხის სამაუწყებლო პრინციპებზე ისაუბრა TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ იბრაიმ ერენმა და დასძინა, რომე ეს არის ადამიანზე ორიენტირებული თვალთახედვა, ჟურნალისტიკაში გაბედული პერსპექტივა და საკითხების სიღრმისეული მიმოხილვა.


საკვანძო სიტყვები: TRT WORLD , პრეზენტაცია

მსგავსი ინფორმაციები