ჩავუშოღლუმ ბოსნიელი კოლეგა იგორ გრნადაკი მიიღო

“გერმანია ამუხრუჭებს თურქეთის წინსვლას“

606448
ჩავუშოღლუმ ბოსნიელი კოლეგა იგორ გრნადაკი მიიღო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თავისი ბოსნიელი კოლეგა იგორ გრნადაკი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ სწორედ ეს ქვეყანა იფარავს თურქეთიდან გაქცეულ ყველაზე მეტ ქურთ ტერორისტს.

მისივე თქმით გერმანიაში მოქმედებს ასევე თურქეთში აკრძალული  მემარცხენე DHKP/C-ს წევრები, ხოლო FETÖ-ს წევრების ამ ქვეყანაშიც გაქცევა იმაზე მეტყველებს, რომ გერმანია თურქეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანას წარმოადგენს.

“გერმანია დიდი ხანია რაც თურქეთისადმი არა კეთილად არის განწყობილი. ჩვენ სხვადასხვა დროს ამ ქვეყანაში თავშეფარებული 4 ათასამდე პკკ-ას ტერორისტის გადმოცემა მოვითხოვეთ, მაგრამ, დღემდის 1 ტერორისტიც კი არ გადმოუციათ. გერმანიას ნამდვილად არ უნდა განვითარებული თურქეთი და ამიტომ მის ყველანაირ წინსვლას და განვითარებას ამუხრუჭებს“, აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

იგი შეეხო სირიის ქალაქ რაკკის გათავისუფლებისადმი დასაწყებ სამხედრო ოპერაციასაც და თქვა, რომ ანკარის მოთხოვნის კვალობაზე ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG ამ ქალაქში არ შევა, თუმცა მონაწილეობას მიიღებს რაკკის ალყაში



მსგავსი ინფორმაციები