დანფორდი ანკარაშია

მას პირველი შეხვედრა თურქმა კოლეგამ მოუწყო

604995
დანფორდი ანკარაშია

ანკარაში გუშინ ჩამოსულ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალს, არმიის გენერალ ჯოზეფ დანფორდს პირველი შეხვედრა თავისმა თურქმა კოლეგამ ჰულუსი აქარმა მოუწყო და მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი წერილობით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საუბრის დროს ძირითადი ყურადღება ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და ანტიტერორისტულ ბრძოლაში ერთობლივ მოქმედებების საკითხებს დაუთმეს.

თურქმა გენერალმა სირიის ჩრდილოეთში 24 აგვისტოდან დაწყებულ ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციაზე და კოალიციის თვითმფრინავების მხრიდან ამ ოპერაციისადმი საჰაერო დახმარებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ ქალაქ ჯერაბლუსის დეაშელებისგან გათავისუფლების შემდეგ ათასობით სირიელი ლტოლვილი დაბრუნდა ამ ადგილებში რა, ახლა საჭიროა აქ სტაბილურობის დაცვა.

აქარის თქმით ანკარა მხარს უჭერს კოალიციის მხრიდან სირიის ქალაქ რაკკისა და ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლებისადმი მიმართულ ოპერაციებს და კიდევ ერთხელ მოითხოვა სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ფორმირება  PYD/YPG-გან ქალაქ მუნბიჩიდან გასვლა.

გენერლებმა ასევე ქალაქ ელ ბაბისა და რაკკის გათავისუფლების ოპერაციებში აქტიური თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს რა, ჰულუსი აქარმა ამავე დროს თურქეთის მხრიდან ერაყის ქალაქ ტელაფერისა და სინჯანის რეგიონისადმი არსებულ მგრძნობიარობაზეც ისაუბრა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ფეტულაჰელების აშშ-ში საქმიანობის გამო ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის

 



მსგავსი ინფორმაციები