პრემიერმა თურქეთ-აფრიკის საქმიან ფორუმში მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სტამბოლში გამართულ თურქეთ-აფრიკის ეკონომიკური და საქმიანი ფორუმის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე იტყვით გამოვიდა

602877
პრემიერმა თურქეთ-აფრიკის საქმიან ფორუმში მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სტამბოლში გამართულ თურქეთ-აფრიკის ეკონომიკური და საქმიანი ფორუმის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე იტყვით გამოვიდა, ეს ქვეყნები ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ) საკითხზე კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მათ სათანადო ზომების გატარება სთხოვა.  

პრემიერმინისტრი სიტყვით გამოსვლისას ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას შეეხო და დასძინა, რომ არც ერთი ქვეყანა ასეთი მცდელობისაგან დაცული არ არის. მისივე თქმით, ამ გადატრიალების მცდელობით ნახეს ტერორიზმის ბუნება, რომელიც საზღვრებს სცდება. 

„შესაძლოა თურქეთში ჩამოსვლამდე იმით რაც გარედან ნახეთ განსხვავებული მოსაზრებები გქონდათ, მაგრამ გადატრიალებიდან გასულ დროში ყველა ჩვენმა სტუმარმა, ჩვენმა მეგობარმა ნანახი და გაგონილი ერთმანეთს შეადარა და იმაზე თუ რაც მოხდა, უფრო ნათელი ინფორმაციით დაბრუნდა სამშობლოში“- განუცხადა სტუმრებს ილდირიმმა.

პრემიერის განცხადებით, მცდარი იქნება იმის ფიქრი, რომ ამ ტერორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ თურქეთით არის შემოსაზღვრული. მისივე თქმით, ეს ტერორისტული ორგანიზიცია, რომელიც 160 ქვეყნაში მოქმედებს, მომავალში აფრიკის ქვეყნებისათვის პოტენციური საფრთხე იქნება და მათ სათანადო ზომების დროულად გატარება ურჩია.

ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია განათლების, დახმარების, საქმიანი ასოციაციების საფარველის ქვეშ მოქმედებს, იგი აფრიკის ქვეყნებშიც ფუნქციონირებს და კონტინენტზე მისი არსებობის არ დასაშვებად სათანადო ზომების გატარების მნიშვნელობაზე მიანიშნა.

პრემიერის თქმით, თურქეთ-აფრიკის ურთიერთობები დასავლური სამყაროს და განვითარებული ქვეყნების აფრიკასთან ურთიერთობებისაგან ძალიან განსხვავებულია.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთ-აფრიკის ურთიერთობებში განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტირებით დაწყებული მიმოსვლის გაადვილება სავაჭრო ურთიერთობებზე აისახა. 10 წლის წინ თურქეთის აფრიკასთან სავაჭრო ბრუნვა 6-7 მილიარდი დოლარი იყო, დღეს კი ეს ციფრი 18 მილიარდამდე გაიზარდა. თურქი მშენებლების აფრიკის კონტინეტზე პირდაპირმა ინვესტიციამ 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და მსოფლიოს უდიდეს 250 საერთაშორისო სამშენებლო ფირმის სიაში თურქეთიდან 43 კომპანიაა შესული.



მსგავსი ინფორმაციები