ერდოღანმა მიღება გამართა

“არ დავუშვებთ ჰაშდი შააბის შესვლას ტელაფერში“

599784
ერდოღანმა მიღება გამართა

გუშინ საღამოს ერდოღანმა თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 93-ე წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიღება გამართა და აქ უპასუხა რა ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს მოსულის ოპერაციასთან დაკავშირებით, თქვა რომ, თუ შიიტური სამხედრო ფორმირება ჰაშდი შააბი შევა მოსულის დასავლეთში მდებარე თურქმენულ ქალაქ ტელაფერში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სუნიტი და შიიტი თურქმენები და დაიწყებენ აქ მცხოვრები სუნიტი თურქმენების მოკვლას, მაშინ, ანკარა თვალს არ დაუხუჭავს ამ ფაქტს და საკადრის პასუხს გასცემს მათ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით ჰაშდი შააბის წევრები, რომლებიც ასევე მოსულის განთავისუფლებისათვის იბრძვიან, ამჟამად მოსულიდან 80 კმ-ის დაშორებით იმყოფებიან და მათ კარგად იციან რა ტელაფერთან დაკავშირებით თურქეთის მიდგომა, ამიტომაც არა მგონია გაბედონ მასზე თავდასხმა“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები