ჩავუშოღლუმ ფრანგი კოლეგა მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

596749
ჩავუშოღლუმ ფრანგი კოლეგა მიიღო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ მიიღო ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თავისი ფრანგი კოლეგა ჟან მარკ აურალტი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა მრავალ სფეროში აგრძელებს აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას.

თურქი დიპლომატის თქმით, თურქეთი და საფრანგეთი ტერორიზმისაგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს წარმოადგენენ და ამიტომ ამ სფეროშიც ახლოს თანამშრომლობენ. “ორი ქვეყნის აზრები და შეხედულებები ემთხვევა სირიის, ერაყის, ალეპოში მორატორიუმის, სირიაში პოლიტიკური შეთანხმების, ესადის და სხვა მრავალ საკითხებში“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ თურქეთი მოსულის ოპერაციაში მონაწილეობას 4 გამანადგურებლით იღებს, ხოლო ამის პარალელურად სახმელეთო ოპერაციებში კი თურქი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გამოწვრთნილი ფეშმერგები და ბაშიკაში გამოწვრთნილი სუნიტი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.

“ასე რომ ყველას სურვილია DEAŞ-ის ტერორისტებისაგან გაიწმინდოს ერაყი და სირია, რადგან, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მეზობელი თურქეთისათვის“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით სამ მილიონამდე სირიელთან ერთად თურქეთში თავს აფარებს 300 ათასამდე ერაყელი ლტოლვილიც, ხოლო ამის პარალელურად ანკარა ინახავს ჩრდილოეთ ერაყის ლტოლვილთა ბანაკში შეხიზნულ 40 ათას კაცსაც.

ფრანგი დიპლომატის აზრით ერაყში და სირიაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ თურქეთის უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ესადის რეჟიმისაგან და რუსეთისგან ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვა ალეპოში, რათა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება იქნას შეტანილი.

მისივე თქმით ამჟამად თურქეთს თავს აფარებს მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი და ამ კრიზისის დასაძლევად მას დახმარება უნდა გაუწიოს ევროკავშირმა, რასაც მას ავალდებულებს 2015 წელს ანკარა-ბრიუსელს შორის ხელმოწერილი შეთანხმება.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს       



მსგავსი ინფორმაციები