მაჰმუდ აბბასი ანკარაშია

მას შეხვედრები ექნება თურქ ლიდერებთან

596108
მაჰმუდ აბბასი ანკარაშია

ანკარას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბბასი, რომელიც  ათათურქის მავზოლეუმს, ანითკაბირს ეწვია და ჯერ ყვავილის გვირგვინით შეამკო იგი, შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას და ბოლოს ანითკაბირის საპატიო წიგნაკში ჩანაწერი გააკეთა.

აქედან აბბასი მილლი მეჯლისში გადავიდა, სადაც მას შეხვედრა მოუწყო პარლამენტის თავჯდომარე ისმაილ კაჰრამანამა. აბბასმა მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც მეგობრული იქნება, ხოლო ამასთან   ერთად მან პალესტინისადმი გაწეული ყველანაირი დახმარების  გამო ანკარას მადლობა გადაუხადა.

პალესტინის ლიდერმა პარლამენტის ის ნაწილიც მოინახულა, რომელიც 15 ივლისს დაბომბეს მეამბოხეებმა და დაბომბილ ადგილზე ყვავილები დაალაგა.

აბბასის შეხვედრები ექნება ერდოღანთან და ილდირიმთან



მსგავსი ინფორმაციები