ქურთი სეპარატისტები თავიანთ მოძმეებსაც არ ინდობენ

გუშინ მათ მმართველი პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელი მოკლეს

587232
ქურთი სეპარატისტები თავიანთ მოძმეებსაც არ ინდობენ

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან  გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს დიჯლეს რაიონის პარტიული განყოფილების უფროს დერიან აქთერთს მისსავე კუთვნილ ბენზინ გასამართ სადგურზე თავს დაესხნენ პკკ-ას ტერ ორგანიზაციის შეიარაღებული წევრები და ავტომატური იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად იგი ადგილზევე გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამ თავდასხმის კვალდაკვალ თურქმა ძალოვანებმა ტერორისტების დაკავება-გაუვნებელყოფის მიზნით რეგიონში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.

ამავე ცნობით აქთერთს ასეთივე თავდასხმა გასულ წელსაც მოუწყვეს და მაშინ უვნებლად გადარჩა, თუმცა მუქარის მესიჯებს ხშირად იღებდა.

როგორც განაცხადა მმართველი პარტიის თავჯდომარის მოადგილემ მეჰდი ექერმა, ასეთი თავდასხმებით ვერავის ვერ შეაშინებენ და ოპერაციებს სეპარატისტების წინააღმდეგ მათ სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ  



მსგავსი ინფორმაციები