ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკულ კონგრესზე
“არავინ არ ინანებს თურქეთში კაპიტალის დაბანდების გამო“
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში მიმდინარე 23-ე მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე და მეტად მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა.
სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას მან თქვა, რომ ტერორი უკვე გლობალურ პრობლემად გადაიქცა, ამიტომ მთელმა მსოფლომ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიოს და მის წინააღმდეგ ხელიხელჩაკიდებულმა უნდა იბრძოლოს.
“ჩვენი ქვეყანა თავის ტერიტორიაზე როგორც ებრძვის ტერორისტებს, ასეთივე ანალოგიური ბრძოლა მართებს სირიასა და ერაყში და ეს უკვე აუცილებლობა გახდა. ამის პარალელურად კი ანკარა მსოფლიო ენერგეტიკული ერთიანობისთვისაც იბრძვის. თურქეთს ენერგეტიკის სფეროში სერიოზული ინვესტიციების პოტენციალი გააჩნია და არავინ, არასოდეს არ ინანებს თურქეთში კაპიტალის დაბანდების გამო“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით თურქეთის მთავრობა მესამე ბირთვული სადგურის პროექტზე მუშაობს და სურს, რომ ქვეყნის მთლიანი ენერგეტიკული მოთხოვნის 10% ბირთვული ენერგიით დაფაროს.
“ჩვენი მონაწილეობით დასრულდა საუკუნის პროექტად წოდებული ბაქო-თბილის ჯეიჰანის ნავთობსადენი და აზერული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გადის, ამჟამად თანაპის პროექტი ხორციელდება და აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზიც ევროპას მიეწოდება, ხოლო ამის პარალელურად რუსული გაზიც თურქეთზე გავლით მიეწოდება ევროპას, რაზეც უკვე შეთანხმებულები ვართ მოსკოვთან“, განაცხადა ერდოღანმა.
კონგრესის ფარგლებში თურქ პრეზიდენტს პირისპირი შეხვედრები ჰქონდა თავის რუს კოლეგა პუტინთან, ვენესუელელ კოლეგა მადუროსთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალიევთან და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერ მუსტაფა აქინჩისთან რა, განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო აქტუალური საკითხები
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“