კვლავ შეჰიდი
თავდასხმაში, 10 ჯარისკაცის ჩათვლით დაიღუპა 18 ადამიანი
უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ჰაკკარის ჩუქურჯას რაიონის მიმდებარე პოლიციის საპატულოს წინ, ტერ-ორგანიზაცია პკკ-ს ტერორისტების ნაღმით დატვირთული მანქანით განხორციელებულ თავდასხმაში 10 ჯარისკაცის ჩათვლით დაიღუპა 18 ადამიანი.
ჟანდარმერიის საპატრულოზე თავდასხმაში, დაშავდა 27 მოქალაქე.
დაჭრილები გადაიყვანეს იუქსეკოვას და შემდილნის საავადმყოფოებში.
დაცვაში იქნა აყვანილი შემთხვევის ადგილი. დაიწყო ფართო მასშტაბიანი საჰაერო სამხედრო ოპერაცია. ჩუქურჯას რაიონში
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქვეითი ჯარისკაცი ფურკან ჰამამჯი,
მისი ცხედარი, ვანის ჟანდარმერიის უშიშროების ფლოტის სარდლობაში გამართული ცერემონიალის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავით იქნა გადაყვანილი მის სამშობლოში კაისერიში.
კვლავ ჩუქურჯაში, სეპარატისტულ ტერორისტებზე სამხედრო ოპერაციაში განეიტრალდა 8 ტერორისტი.
დაფიქსირდა ტერორისტების უფრო ადრე გამოქვაბულში დამარხული 4 ტერორისტის ცხედარი. უშიშროების ძალებმა, ხელში ჩაიგდეს ორი სარაკეტო დანადგარი, ორი მძიმე ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ათასი ტყვია, ერთი სნაიპერული შაშხანა, სამი კალაშნიკოვის იარაღი და 1.210 ტყვია, 350 ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა და 29 ხელყუმბარა.
ერზინჯანის პერიფერიებში დაფიქსირებულ სეპარატისტულ პკკ-ს პოზიციებზე განხორციელებულ საჰაერო სამხედრო ოპერაციაში, განეიტრალებულ იქნა 5 ტერორისტი.
განადგურდა მათი თავშესაფრები და სამხედრო იარაღის დეპოები.
შემდილლიში, 18 ადამიანის დაღუპვით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, განცხადება გაავრცელა პრემიერმა ბინალი ილდირიმმა, ვიცე პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა, ენერგეტიკისა და განვითარების მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა და განვითარების მინისტრმა ლუთფუ ელვანმა.
ილდირიმმა, გამოკვეთა ჰაკკარის თავდასხმის დეტალები, თუ როგორ მოახდინა კამიკაძემ, 5 ტონა ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით მკვლელობა.
აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველანაირი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას და ამისათვის არ დაზოგავს ძალისხმევას.
ნუმან ქურთულმუშის განცხადებით თურქეთი ქედს არ მოუხრის ტერორს.
მან, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში,სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს და აღნიშნა, რომ სათანადო პასუხს მიაგებენ სეპარატისტებს.
სოციალური მასმედიის საშუალებით მსგავსი განცხადება გაავრცელა თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლიმ და სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულების მშობლებს და ახლობლებს.
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესის მოხსენებაში მწვავედ დაგმო ინციდენტი და მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
განვითარების მინისტრის ლუთფუ ელვანის განცხადებით, გაგრძელდება ტერორიზმთან ბრძოლა. არ დატოვებენ არც ერთ გოჯ მიწას, სადაც ტერორისტები აფარებენ თავს. ინციდენტი წერილობითი განცხადებით, დამო რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლიმაც.