იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯენტილონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა

585015
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯენტილონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ჯენტილონისთან პირისპირი შეხვედრა გამართა.

დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ კი მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თურქეთის ბაშიკას ბანაკში სამხედროების ყოფნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ აქ სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. საკმარისია ერაყი შიდა პოლიტიკური პრობლემებისგან გათავისუფლდეს. დაანებოს თავი ვეტოს და იმაზე ვიფიქროთ ამ თემაზე როგორ ვითანამშრომლებთ.“

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთმა იცის რეგიონში სინამდვილეში რა ხდება და თავიდანვე მიხვდა სირიის კრიზისი რას გამოიწვევდა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული კუთხით.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ლიბიაში არსებულ ვითარებას თურქეთი და იტალია ახლოდან აკვირდებიან და ტერორგანიზაცია დეაშთან ბრძოლის თაოსნობით ყველა საკითხში ლიბიის მთავრობის გვერდით არიან.

ჯენტოლინიმ კი აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) 15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთისათვის გამოცხადებული მხარდაჭერის განმეორებისათვის ხელსაყრელი შემთხვევაა.

ჯენტილონიმ ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყენებიდან თურქეთში ვიზიტით ჩასულ ზოგიერთ მის კოლეგას ესაუბრა და მათგან მოისმინა, რომ თურქეთში ჩასვლის მერე უკეთ გაიგეს ის საფრთხე, რაც თურქეთმა გადაიტანა. იტალიელმა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთს და დაამატა, რომ ამ ვიზიტით თურქეთისათვის ნდობის გზავნილის გაგზავნა სურთ.

სტუმარი მინისტრი ასევე შეეხო სირიის კრიზისს და დასძინა: „რუსეთსა და ასადის რეჟიმს უნდა მივახვედროთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ალეპოს აღმოსავლეთში ბოლო 15 დღის მანძილზე რაც ხდება, ამის გაგრძელება არ შეიძლება. ქალაქის განადგურებით, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს ვერაფერს მიაღწევენ.“

ჯენტილონის თქმით, სირიელი დევნილების თაობაზე თურქეთ-ევროკავშირს შორის 18 მარტს მიღწეული შეთანხმების საკითხზე იტალიას, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მრავალი გადაკვეთის ადგილია და დაამატა: „ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს შეთანხმებას მხოლოდ ეგეოსისა და ბალკანეთის მიმართულებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში ეს შეთანხმება მთელ ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება.“  

ჯენტილონიმ ვიზალიბერალიზაციის საკითხის მოუგვარებლობისა და შეთანხმების გაუქმების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და დიპლომატია სწორედ პრობლემის მოგვარების გზის მოძებნაა.

პაოლო ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ ისინი 18 მარტის რეადმისიის შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების მომხრე არიან.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმაც მიიღო.

პრეზიდენტის რეზიდენციაში პრესისათვის დახურული შეხვედრა 45 წუთი გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები